გაგოს ინტერვიუ

ფერნანდო გაგომ ისაუბრა საკუთარ გეგმებზე მადრიდის "რეალში".


თქვენ კარიერაში უკან გადადგით ნაბიჯი?

რატომ ფიქრობთ ასე?

იმიტომ, რომ დიდი ხანი ვერ ითამაშეთ...

ორი თვის განმავლობაში ვერ ვითამაშე ტრავმის გამო. ამის მიუხედავად არ შეგვიძლია ეს უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალოთ, პირიქით ბევრი საინტერესო და კარგი ამბავი მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

ცოტა ხნის წინ გისტვენდნენ "ბერნაბეუზე"...

მე ეს ძალიან კარგად მესმის. ადვილად შეიძლება განრისხდეს მაყურებელი შენი ერთი ცუდი შეხვედრით და სტვენით გაგაცილოს მოედნიდან. "ხერესთან" მართლაც ძალიან ცუდად ვითამაშე, მაგრამ საბედნიეროდ გულშემატკივრების კრიტიკამ ჩემზე დადებითად იმოქმედა და "მარსელთან" თამაშში კარგად ვიასპარეზე, ჩემდა საბედნიეროდ ფანებმა ოვაციებით გამაცილეს "ბერნაბეუდან"... ამის შემდეგ დავიბრუნე საკუთარ თავში რწმენა და იმედი მაქვს გაცილებით კარგად დავუბრუნდები ალბიონს.

ხომ არ ფიქრობდით, რომ კლუბი თქვენს გაყიდვას მოისურვებდა ხაბი ალონსოს გადმობირების შემდეგ?

ასე არასოდეს არ მიფიქრია. ფეხბურთელმა თუ ასე პესიმისტურად შეხედა სიტუაციას, ვერაფერს ვერ მიაღწევს. კონკურენცია გმატებს მოტივაციას და მოტივაცია ზრდის როტაციის შესაძლებლობას, როტაცია კი შესანიშნავ შედეგს იძლევა დღევანდელ ფეხბურთში.

როგორია თქვენი შეხედულება მარადონაზე?

განსაკუთრებული... იგი ყოველთვის საუკეთესო იყო.

როგორ გადაწყდა არგენტინის ნაკრებში "5" ნომრისთვის ბრძოლა?

ეს ბრძოლა ნამდვილად არ ყოფილა ადვილი. ხუთი ნომრის ფუნქციების შესრულება ურთულესია, შენ უნდა აკონტროლო მთელი ცენტრი და არამარტო ჩაშალო მეტოქის შეტევები, არამედ უნდა წამოიწყო კიდეც.

თქვენ არგენტინაშიც და მადრიდშიც "5" ნომრის ფუნქციებს ასრულებთ....

ყველაზე კარგად თამაში ცენტრში გამომდის და სწორედ ეს არის ჩემი ფუნქციაც.

მაგრამ არა პელეგრინისთვის, "ვილიარეალთან" შეხვედრაში მარცხენა ფლაგნზე ითამაშეთ...

სად ვითამაშებ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მან ყველაზე უკეთ იცის გუნდს როდის რა სჭირდება. "ყვითლებთან" მე მარცხენა ფლაგზე ვიდექი, გუტი ცენტრში, ალბათ ასე იყო გუნდისთვის საჭირო, რადგან მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორ ფიქრობთ, დიდი მნიშვნელობა აქვს შეტევების ცენტრიდან განვითარებას?

ცენტრიდან შეტევების განვითარება ძალიან სარისკოა, ამიტომაც ჩვენ მარტივად ვთამაშობთ ვერტიკალურად, ანუ ფლანგებს ვიყენებთ.

რა როლი გაქვთ მონიჭებული პელეგრინის ტაქტიკურ სქემაში?

მე უფრო ჩამშლელ ნახევარმცველად ვთამაშობ, ვიდრე შეტევაში. ჩემი პლიუსი სწორედ ეს გახლავთ. იმედი მაქვს ჩემი ადგილი გუნდის ცენტრში კიდევ იქნება.

ფლანგების გარეშე როგორ ითამაშებდა "რეალი"?

არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. ყველა გოლი თითქმის ფლანგური გარღვევებით გაგვაქვს, ყველა გუნდს თავისი თამაშის სტილი აქვს, ჩვენმა მწვრთნელმა კი სწორედ ასეთი მოგვიხდინა.

გაქვთ სუსტი მხარეები თამაშში?


რა თქმა უნდა, აბსოლიტურად ყველას აქვს მინუსები.

დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, როდესაც კარებში ურტყამთ?

რა თქმა უნდა, ეს ჩემი ძლიერი მხარე არ არის ფეხბურთში, მაგრამ როდესაც გადავწვიტავ კარში დარტყმას ყოველთვის დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში.


ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Marca.com dle 10.1

  • kevlisha
  • 27 ოქტომბერი 2009
  • 2004
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)