კარემბე:"ფლორენტინოს მე ვურჩიე ბენზემას შეძენა"

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან კერემბეუ აცხადებს, რომ სწორედ მას შეხვდა პერესი და რჩევის მიცემა სთხოვა, თუ რომელი ფრანგი ფეხბურთელი შეეძინა.


"დონ ფლორენტინოს შევხვდი ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დროს. "თეთრების" პრეზიდენტმა მკითხა, თუ ვინ იყო საუკეთესო ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი. მე ვუპასუხე: ყველაზე ძლიერები და ახალგაზრდები არიან ბენზემა, რიბერი და გურკუფი, მაგრამ განსაკუთრებით შევაქე კარიმი, რადგან იგი მართლაც ყველასგან გამორჩეულია. მისი თამაში დიდი რონალდოს სტილს წააგავს, როდესაც იგი "ლიონში" თამაშობდა, იქ გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ, მას შეუძლია შეტევების წარმართვა და გოლების გატანაც, ბოლოს კი უმთავრესი, იგი 22 წლისააა."

"ასეთი სხარტი და მოძრავი ფეხბურთელი, როგორიც ბენზემაა ნებისმიერ გრანდს დაამშვენებდა. მადრიდის "რეალში" უდიდესი კონკურენციაა, მაგრამ კარიმს შეუძლია მათი ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება. ყველა მწვრთნელი ოცნებობს ამ ახალგაზრდა ფრანგისნაირ სწრაფ ფორვარდზე, რომელიც ამჟამად სამეფო კლუბში ირიცხება."

როგორც ვიცით კარემბეუ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იცავდა "რეალის" ძლიერებას. მან 1998 წელს პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა თავის საფეხბურთო კარიერაში, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ მადრიდში გაატარა მან საუკეთესო წლები.

"ამჟამად მე ვმუშაობ არსენ ვენგერის მრჩევლად, როდესაც მას მოეწონება ახალგაზრდა ფეხბურთელი, იგი ყოველთვის მირეკავს და მთხოვს მოვიძიო იმ ახალბედაზე ინფომრაცია და გადავაწყვეტინო, ღირს თუ არა მისი შესყიდვა, ანუ შეიძლება თუ არა მისგან კარგი ფეხბურთელი დადგეს. პარალელურად სპორტულ კომენტატორადაც ვმუშაობ. ისე კი დიდი სიამოვნებით დავეხმარები "ბლანკოსის" ადმინისტრაციას კარგი მოთამაშეების შეძენაში მომავლისთვის..."


ავტორი: Kevlisha

ინფომრაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • kevlisha
  • 27 ოქტომბერი 2009
  • 2236
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)