აიტორ კარანკას პრესკონფერენცია

თამაშის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ”მადრიდის რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა აიტორ კარანკამ უპასუხა.ა


”ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა, მაგრამ მთელი თამაშის მანძილზე შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით” მან ასევე ისაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც მოურინიომ მიიღო თამაშის წინ: ”ისაა მწვრთნელი, რომელიც მუდამ იცავს თავის ფეხბურთელებს მოედანზე, ვალდებაბასზე, პრესის ოთახში და ა.შ. ისაა მწვრთნელი, რომელიც არასდროს არ იმალება.”

”ჩვენ ვაკონტროლებდით შეხვედრას უფრო მეტად, ვინაიდან ჩვენ გვქონდა გატანილი პირველი. უკანა ხაზზე ძალიან ბევრი პრობლემა არ შეგვქმნია და შესაბამისად მათაც არ ქონიათ ბევრი შანსები. პირველ ნახევარის შემდეგ ვისაუბრეთ, რომ მეორეშიც ანალოგიური თამაში უნდა გვეჩვენებინა და სწორედ ასეც მოხდა. გუნდმა გააგრძელა მომენტების შექმნა. რთული შეხვედრა იყო, მაგრამ ჩვენ გვეჭირა თამაშის სადავეები.”

”ეს იყო რთული შეხვედრა იმ მხრივ, რომ ისინი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდნენ და ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ. ყველანი ფიქრობდნენ, რომ დღეს ისინი შეძლებდნენ და ბოლო-ბოლო დაარღვევდნენ ცუდ ტრადიციას და დაგვამარცხებდნენ ჩვენ, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მტკიცე ხასიათი აჩვენა. პირველ ნახევარში ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს და მეორე ნახევარში კი ძალიან ბევრი მომენტები შევქმენით. მოგება ყოველთვის უწყობს ხელს მორალური სულისკვეთების ამაღლებას, მაგრამ ისეთი გუნდი, როგორიც ”მადრიდის რეალია”, ბუნებრივად მუდამ ძლიერია სულიერადაც და მორალურადაც.”

მან ასევე ისაუბრა ”სანტიაგო ბერნაბეუს” პუბლიკის რეაქციაზე, როცა მოედანზე ჟოზე მოურინიო გამოჩნდა, თქვა რომ მას ეს არ უნახია, ვინაიდან ამ დროს გასახდელში იყო: ”ჩვენ გასახდელ ოთახში ვიყავით და არ გვინახია ეს. მწვრთნელმა ყველაფერი ნათელი გახადა, არ არსებობს არანაირი უკმაყოფილება და ბრძოლა ”მადრიდის რეალისა” და ”სანტიაგო ბერნაბეუს” გულშემატკივრების წინააღმდეგ. ისაა მწვრთნელი, რომელიც მხარს უჭერს და იცავს თავის გუნდს მოედანზე, ვალდებაბასზე, პრესის ოთახში და სხვა ადგილებში. ის არ მიეკუთვნება იმ მწვრთნელების კატეგორიას, რომლებიც ვინმეს ან რამეს ემალებიან. ”

რაც შეეხება ლა ლიგაში არსებულ სიტუაციას , კარანკამ განაცხადა: ”მწვრთნელა თქვენ წინა კვირას გასაგებად გითხრათ, რომ ელემენტარული მათემატიკა ყველას ესმის და რამე ახალის მოგონება არაა საჭირო. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ უფრო და უფრო მივუახლოვდეთ პირველ საფეხურს.” dle 10.1

  • shvela
  • 2 დეკემბერი 2012
  • 1893
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)