მოუ: "დერბიში შეიძლება ყველაფერი მოხდეს"

პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურის ფარგლებში, სამეფო კლუბი თანაქალაქელ "როხი ბლანკოსს" უმასპინძლებს "სანტიაგო ბერნაბეუზე."დაპირისპირების დაწყებამდე, სტადიონი საპრესკოფერენციო დარბაზში, ჟოზე მოურინიო მას-მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.


პრესკონფერენციის დასაწყისში, პორტუგალიელ სპეციალისტს კომენტარის გაკეთება თხოვეს, სიმეონეს სიტყვებზე.ამ უკანასკნელმა "განსაკუთრებულის" მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა: "ვაფასებ დიეგოს კეთილ განწყობას ჩემს მიმართ.მიუხედავად იმისა, რომ ერთი ქალაქის 2 სხვადასხვა გუნდებს წვრთნით, ჩვენი ურთიერთობა მაინც გამომუშავდა.რა თქმა უნდა, ჩემს მიერ ნახსენები ფაქტორი მნიშვნელვანია და ხშირ შემთხვევა რთულია გამოხატო ის პატივისცემა, რაც გამაჩნია.მას რამდენიმე წლის წინ "ინტერში" შევხვდი.ჩვენ შორის სამწვრთნელო დონეზე ჩამოყალიბდა კონტაქტი.მოხარული ვარ, რომ მოვლენები კარგად ვითარდება.ევროპაში სხვადასხვა ჩემპიონატებში ვთამაშობთ, თუმცა საერთო ინტერესები გვაქვს."

მოურინიოს შეფასების გაკეთება თხოვეს, "ალკოიანოსთან" შეხვედრაში ქომაგების სტვენაზე: "გულშემატკივრები არა მხოლოდ მისტვენდნენ, არამედ ტაშსაც მიკრავდნენ, ასეთია საფეხბურთო ცხოვრება.დღეს, თამაშის დაწყებამდე 40 წუთით ადრე, ფეხბურთელებს გასახურებლად გამოვიყვან მწვანე მინდორზე და ვისაც უნდა რომ დამისტვინოს, ვურჩევ რომ ეს გააკეთოს.აღნიშნულს მოთმინებითა და თავშეკავებით მივუდგები.ზურგს უკან ბევრ საფეხბურთო წელს მოვითვლი და ჩემი მიზანია მხოლოდ ფოკუსირება მომავალ დაპირისპირებაზე.თამაშის განმავლობაში ქომაგებმა თავიანთ მადრიდის "რეალს" უნდა გამოუცხადონ მხარდაჭერა მიზნის აღსრულებაში.ჩვენ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ."

ჟოზემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებსაც გუნდები წააწყდებიან მადრიდულ დერბიში: "ატლეტიკო" ეცდება საშუალება არ მისცეს "რეალს," დერბიში წარმატებული სერიის გაგრძელებისა, ხოლო "ბლანკოსი" თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თანაქალაქელთა გამარჯვებების ციკლს წერტილი დაუსვას."როხი ბლანკო" კარგად პერიოდს განიცდის.ბუნებრივია, დიდი სურვილი აქვთ მორიგი 3 ქულის აღებისა.რაც შეგვეხება ჩვენ, წინა შეხვედრა წავაგეთ და გვინდა მოგების ჩაწერა.ზოგადად, დერბი არის დერბი.გასულლ სეზონში სოლიდური ჰანდიკაპი გვქონდა მათთან დებირ წინ, თუმცა თამაშზე ამას გავლენა არ მოუხდენია, რამეთუ იცი, რომ შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს ასეთი ტიპის მატჩში.წლეულს, ისინი გვისწრებენ 8 ქულით და შეხვედრის შემდეგაც ჩვენს წინ იქნებიან, თუმცა სატურნირო მდგომარეობას, დერბისათვის არაფრის მთქმელია.ეს არის დაპირისპირებაში, რომლის ყურებაც უყვართ ქომაგებს და რომელშიც მონაწილეობა მიღება უყვართ ფეხბურთელებს."

"რეალის" თავკაცი იმედოვნებს, რომ "ვილამარინზე" განცდილი მარცხის შემდეგ, მისი გუნდი უმაღლეს ფეხბურთს აჩვენებს: "სევილიაში გამართულ მატჩში, მოედანზე 3 გუნდი თამაშობდა.აქედან 1 კარგით, ხოლო 2 ცუდად.იმედი მაქვს, დღევანდელ ორთაბრძოლაში 2 გუნდი, "რეალი" და მსაჯთა ბრიგადად" იმუშავებენ კარგად, ხოლო 1, "ატლეტიკო" ცუდად, თუმცა როგორც ფეხბურთის მოყვარულს, მირჩევნია სამივე გუნდმა მაღალ დონეზე წარმოაჩინონ პოტენციალი, რამეთუ სიამოვნების მიღება მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი."

მოურინიომ ხოსე როდრიგესსზე ისაუბრა, რომელიც მომავალი მატჩის განაცხადშია შეყვანილი: "ახალგაზრდა ფეხბურთელის სწორი განვითარება დავინახე."ალკოიანოს" მატჩის შემდეგ, ხოსე მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ ძალიან დაღლილი იყო, რამეთუ 90 წუთის განმავლობაში კარგა ხანია არ ურბენია მოედანზე.როდრიგესი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი არარის "კასტილიაში."არ გავრისკავ და არ ვიტყვი, რომ ის მზად არის დიდი მატჩებისთვის.მან დაიმსახურა ეს."

ჟოზეს კითხეს, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, არის თუ არა მადრიდული დერბი გადამწყვეტი: "მე ასეთი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობას არ ვიღებ.ასეთი მოსაზრების შეთხვა, ნებისმიერ შეუძლია.ჩემთვის მატჩის მიზანია, სიამოვნების მიღება.ყოველ მესამე დღეს მიწევს თამაშია და არ მრჩება დრო ვფიიქრო იმაზე, ბედნიერი ვარ თუ პირიქით."

პრესკონფერენციის ბოლოს ესიენის შესახებ ისაუბრა: "მაიკლი ალერგიული რეაქციის გამო ტკივილების განიცდიდა, მისი კლუბი, რომელიც არის "ჩელსი" დაინტერესედა ფეხბურთელის მდგომარეობით და ამიტომაც გაემგზავრა ის ლონდონში.მკურნალობის შემდეგ მადრიდში დაბრუნდება და სავარაუდოდ, კვირის ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას."

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)