ხოსე როდრიგესს დერბისთვის უხმეს!


marca-მ საინტერესო სიახლე გაავრცელა ხოსე როდრიგესთან დაკავშირებით...


„მადრიდის რეალის“ ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე ხოსე როდრიგესი მოულოდნელად შაბათს გასამართი დერბისთვის მიიწვიეს მთავარ გუნდში. მოურინიო კმაყოფილი დარჩა მისი თამაშით „ალკოიანოს“ წინააღმდეგ, სადაც 17 წლის მადრიდისტამ 90 წუთი გაატარა მოედანზე. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მწვრთნელმა მისი გამოძახება სეზონის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თამაშისათვის.
„ალკოიანოს“ წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, ხოსე მთელი კვირის განმავლობაში ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ალბათ, მისი ოცნება იყო, ეს ბედნიერი დღეები კიდევ გაგრძელებულიყო. ასეც მოხდა. ამ მატჩის შემდეგ, იგი „რეალის“ მთავარი გუნდის ფეხბურთელად მოიაზრება.
მოურინიომ სათასო შეხვედრაში როდრიგესს ადგილი მოდრიჩის უკან მიუჩინა. ახალგაზრდა მადრიდისტამ ამდავალებას თავი შესანიშნავად გაართვა. იგი ბურთს საოცრად აკონტროლებდა და ამუშავებდა, მაგრამ მწვრთნელი ამაზე მეტად მისი პიროვნული თვისებებით მოიხიბლა.
მისი ასაკის მიუხედავად, ხოსემ ბერნაბეუზე თამაშისას არ ღელავდა. იგი საოცარ თავშეკავებულობას იჩენდა მაშინ, როცა მოწინააღმდეგე ფეხბურთელები მის მიმართ უხეშობდნენ. ერთ–ერთ ეპიზოდში, როცა მას ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა მიღებული, კარვალიომ ურჩია ფრთხილად მოქცეულიყო, არ აღელვებულიყო და წითელი ბარათი არ მიეღო. ამ შეხვედრის შემდეგ, მოურინიო ამ „ფხუკიანი ბიჭის“ ნამდვილ მფარველად იქცა.
ხოსე როდრიგესი შეუცვლელად თამაშის შემდეგ სიხარულისგან დაფრინავდა, მაგრამ როცა მან აღმოაჩინა, რომ კიდევ მიიწვიეს მთავარ გუნდში, მისმა სიხარულმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია.
ხოსეს ერთადერთი რამ აბრკოლებს. მას 18 კაციან განაცხადში მოსახვედრად კარვალიოსთან დაპირისპირება უხდება. მოგეხსენებათ კარვალიოს ამ სეზონში არც მწვრთნელი სწყალობს.

ინფორმაციის წყარო: marca.com
ლ.ჭ. halamadrid.ge-სთვის! dle 10.1

  • MyNameIs
  • 30 ნოემბერი 2012
  • 2223
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)