არბელოა: ""რეალი" ყოველთვის ბოლომდე იბრძვის"

მოგეხსენებათ, შაბათს, მიმდინარე სეზონში პირველი მადრიდული დერბი გაიმართება.Bwin-ის ოფიციალურ ვებ-საიტთან, ალვარო არბელოამ "რეალისა" და "ატლეტიკოს" ამჟამინდელ სიტუაციასა და სატურნირო მდგომარეობაზე ისაუბრა.


"ვგონებ, თუ ვინმეს შეუძლია არსებული სიტუაციას შემოტრიალება და პროცესების თავის სასარგებლოდ წარმართვა, ეს "რეალია."ამგვარი განწყობა და სულისკვეთება დევს ამ კლუბში და მის მაისურში.ბოლომდე ბრძოლა და შეუძლებელის მიღწევა ჩვენი სფეროა."

"თანაქალაქელების სათამაშო ფორმაზე, სატურნირო ცხრილი ნათლად მეტყველებს.სიმეონეს გუნდში მოსვლის დღიდან, "ატლეტიკომ" დიდი ფერისცვალება განიცადა და ჩემი აზრით, დღესდღეობით, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში."

"სამეფო კლუბის მაისურით არაერთ მნიშვნელოვან და რთულ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა.ვფიქრობ, "რეალისათვის" ადვილი მატჩები არარსებობს, რამეთუ ყოველ კვირას ვეთამაშებით მეტოქეს, რომლის ფეხბურთელებიც 1000 პროცენტით იხარჯებიან.მათთვის ეს წლის თამაშია.ეჭვგარეშეა, რომ მადრიდული დერბიში დიდ სირთულეებს წავაწყდებით."

"იკერ კასილიასი დაჯილდოებული დაიბადა და სწორედ ამიტომ დგას მაღალ საფეხურზე.მისი სტატისტიკა არაჩვეულებრივია."

"ვიმედოვნებ, რომ კარის მშრალად შენახვას მოვახერხებთ და ამასთანავე ჩვენი წინახაზელები შეძლებენ თავის გამოჩენას."

"ნამდვილად არ ვარ ცრუმორწმუნე.უბრალოდ მომწონს 17 ნომერი და ამიტომაც ვატარებ მას."კასტილიაშიც" ეს იყო ჩემი ციფრი."

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)