იოზილი თუ მოდრიჩი?

მოგეხსენებათ, მომავალ უქმეებზე მადრიდული დერბი შედგება (2 დეკემბერი, 01:00, "სეტანტა სპორტზე").


ჟოზე მოურინიო და კომპანია, საკუთარი ქომაგების წინაშე, სევილიაში წაგებული თამაშის შემდეგ, რეაბილიტაციას აპირებენ.ბუნებრივია, "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებამდე 2 დღით ადრე, "განსაკუთრებულს" რჩეული თერთმეტეული შერჩეული ჰყავს.ალბათ, რთული გამოსაცნობი არაა, როგორი იქნება "რეალის" სასტარტო შემადგენლობა, თუმცა ესპანურ პრესაში, 1 პოზიცია ხდება ბუნდოვანი - იოზილი თუ მოდრიჩი?

"ბლანკოსის" ბოლო 2 შეხვედრაში (თუ არ ჩავთვლით სამეფო თასს), ორივე "ფლეიმეიქერს" ხვდა წილად ადგილი ძირითადში.ხორვატი შემტევი "მანჩესტერ სიტისტან" ვიხილეთ, ხოლო გერმანელი "ბეტისთან."რაც შეეხება კოპა დელ რეიზე "ალკოიანოსთან" დაპირისპირებას, მოურინიომ ლუკაცა და მესუთიც საწყისი წუთებიდან ჩართო საქმეში.

გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში თურქი ფესვების მქონე ფეხბურთელის სათამაშო ფორმა იდეალურთან ძალიან შორსაა, შესაძლებელი არჩევანი "ტოტენჰემის" ყოფილ ლიდერზე გაკეთდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი პაექრობა მნიშვნელოვანია რონალდუსთვის.ამ უკანასკნელს ბოლო 3 თამაშია თავი არ გამოუჩენია (ანალოგიური რაოდენობის მშრალი სერია რონის 2011-ში ჰქონდა, რასაც მეოთხე შეხვედრაში ჰეთ-თრიქი მოყვა.), მაგრამ კარგად ვიცით, რომ პორტუგალიელს "ატლეტიკოს" კარის აღება ძალიან უყვარს."ბლანკოსის" ბოლო 8 გოლიდან 5 გოლი "როხიბლანკოს" კარში, სწორედ კრიშტიანუს ანგარიშზეა.

ინფორმაციის წყარო: as.com

ჩემი ვარაუდით (ავტ.), მადრიდულ დერბიში შემდეგი შემადგენლობით წარდგება "რეალი:" კასილიასი, რამოსი, პეპე, არბელოა, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო, იოზილი, დი მარია, რონალდუ & ბენზემა. რას ფიქრობთ თქვენ?
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)