კორინთიანსი და რედ ბულსი კაკათი ინტერესდებიან

მოგეხსენებათ, რიკარდო კაკას საქმე დროის გასვლასთან ერთად უკან-უკან მიდის, მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიელი შეგირდი კოპა დელ რეის მატჩზეც კი არ დაიხმარა, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რიკის მადრიდული კარიერა დასასრულს მიუახლოვდა...


სეზონის დაწყების შემდეგ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირის მხოლოდ 8 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, რაც თავისთავად ძალიან ცუდი გახლავთ, რიკი პრაქტიკულად მხოლოდ ვარჯიშობს სათამაშო დრო კი მას არ ეძლევა. ლა ლიგაში სამეფო კლუბის "8"-იანმა 5 მატჩი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ 177 წუთი დაჰყო მოედანზე, რაც საერთო ჯამში ორი მატჩის სრულად ჩატარებასაც კი არ ნიშნავს.

ბრაზილიელი მოთამაშით უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია ნიუ იორკ რედ ბულსის ხელმძღვანელობა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი ამერიკულ გუნდთან ერთად რიკის გადაბირების სურვილი კორინთიანსსაც გასჩენია, ამ გუნდის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად შეეცდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველა დეტალის მოგვარებას და რიკარდოს გადაბირებას.

ცხადია, მოურინიოს ბრაზილიელი არ ესაჭიროება, კაკას კი სათამაშო პრაქტიკა ჰაერივით სჭირდება იმისათვის, რომ ეროვნულ ნაკრებში კვლავ დაიმკვიდროს ადგილი და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე "სელესაოს" სამსახურში ჩადგეს. dle 10.1

  • Hala
  • 28 ნოემბერი 2012
  • 1690
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)