კასილიასი: "გვჯერა მოურინიოსი"

"ფურია როხას" კარის დარაჯმა, იკერ კასილიასმა, ახალი ბუცების პრეზენტაციაზე, ჟურნალისტებს, სამეფო კლუბსა და მოურინიოზე ესაუბრა.


სტვენა "სანტიაგო ბერნაბეუზე:" "ფილოსოფიურად მივუდგები აღნიშნულ საკითხს.რამდენიმე თვის წინ, სტვენა აპლოდისმენტებით იყო ჩანაცვლებული, თუმცა ასეთი მოგონებები ფეხბურთში არ რჩება.ჩვენმა გუნდმა ტიტული მოიგო, რეკორდული რაოდენობის ქულებისა და გოლების ხარჯზე.ახალი პროექტი არცთუ ისე დიდი ხანია რაც დავიწყეთ და ნელ-ნელა სასურველ დონეზე გავალთ.ამ მომენტისათათვის ბედნიერნი არავართ, იმიტომ რომ ჩვენს უკან ქომაგები არიან, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია და ამას დავიწყებთ დერბიდან.უნდა დავამტკიცოთ, რომ ცუდი დღეები უკან მოვიტოვეთ."

სტვენა ფეხბურთს განეკუთვნებოდა, თუ მოურინიოს: "ვფიქრობ, სატურნირო ცხრილში, სამეფო კლუბი უფრო მაღალ პოზიციას იმსახურებს.ჩვენი წარუმატებლობა, მეტწილად, პრობლემების, ტრავმების, მსაჯებისა და ცუდი იღბალის კისერზეა.ქომაგები ბევრს ითხოვენ მოთამაშეებისგან და ეს კარგია.ვეცდებით, "რეალს" სათანადო ადგილი დავუბრუნოთ."

მოურინიო: "ჟოზესთან მიმართებაში, ცოტა უსამართლობას აქვს ადგილი.მას ჰყავს ახალი გუნდი, ახალგაზრდა ფეხბურთელებით.სწორედ მას მიუძღვის ლომის წვლილი გუნდის წარმატებაში.მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელისგან ბევრს ითხოვენ."

მხოლოდ მოურინიო იცავს გუნდს: "სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ. არავარ კომპეტენტური პირი, ვისაუბრო ხსენებულ საკითხზე.მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ გუნდის ინტერესები, რაც გულშემატკივრებს "სიბელესზე" წასვლის მიზეზს მისცემთ."

ნდობა მოურინიოსადმი: "აბსოლიტური! მოურინიო არის მწვრთნელი, რომელმაც ბევრი მოგვცა.წლების განმავლობაში "ბარსელონა" აშკარა ფავორიტი იყო და იგებდა ყველაფერს, თუმცა გასულ სეზონში, დიდი კონკურენცია გავუწიეთ და ტიტულიც მოვიგეთ."

მადრიდის "ატლეტიკო:" "ვიმედოვნებთ, რომ მატჩის შემდეგ ჰანდიკაპი შემცირებული იქნება.სევილიაში მოგების შემდეგ, შანსი გვეძლეოდა, უფრო მივახლოვებოდით კონკურენტებს, თუმცა ვერ მოვახერხეთ.ამ მომენტისათვის 2 გუნდი გვისწრებს.ათეული წლის განმავლობაში, თანაქალაქელები ვერ ახერხებენ ჩვენს დამარცხებას, მაგრამ მომავალ შეხვედრაში სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა ექნება."რეალი" 3 ქულისათვის ითამაშებს, არანაირი ფრე."

გადამწყვეტი (შემობრუნების) მომენტი: "გეთანხმები.დიდი მატჩი იქნება, რომელსაც ქომაგები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ."როხიბლანკო" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, თუმცა ჩვენ სასიცოცხლო მნშვნელობის გამოწვევის წინაშე ვდგავართ.უნდა მოვიგოთ და "ბარსას" შედეგს დაველოდოთ.წლის დასრულებამდე, გამარჯვებების სერია ხელიდან არ უნდა გავუშვათ.დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა საჭირო.ადრეული ასაკიდან მადრიდისტა ვარ და მოვლენებს სხვაგვარად ვაფასებ."

კაპიტნის როლი: "ვფიქრობ, რომ სიმშვიდის შენარჩუნება უნდა მოვახერხოთ და ფაქტებს გონივრულად მივუდგეთ.ჩემპიონთა ლიგაზე და კოპა დელ რეიზე შემდეგი ეტაპების საგზურები მოვიპოვეთ.ახლა ლა ლიგას უნდა მივუდგეთ ყურადღებით.კარგად გვესმის, რომ შაბათს უფერულად გამოვედით და ამაში ერთ-ერთ პირველი ბრალი მე მიმიძღვის."

ფალკაო: "დიდებული ფეხბურთელია."

ინფორმაციის წყარო: as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)