მადრიდისტები მატჩის შემდეგ

"ალკოიანოს" დამარცხების შემდეგ, ჩერიშევმა, ნაჩომ, ხოსემ და ბუტრაგენიომ კომენტარები გააკეთეს.


დენის ჩერიშევი: "ბედნიერი ვარ, რამეთუ ყველას როდი ეძლევა შანსი, "რეალის" ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტისა.მადლობა მწვრთნელსა და კლუბს, რომ მომცემს ამის საშუალება.ვიმედოვნებ, ერთ მშვენიერ დღეს, სამეფო კლუბის სასტარტოშიც ვიხილავთ 11 კანტერანოსს.ვფიქრობ, ამის აღსრულება სრულიად შესაძლებლებია.კასტილიელი ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ოცნება რეალობაც იქცეს.მატჩამდე მოურინიომ მითხრა, არ მენერვიულა და მეთამაშა ისე, როგორც მჩვევია."

ნაჩო ფერნანდესი: "თამაშის დებიუტი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, თუმცა ბოლოს სამმა გატანილმა გოლმა სიხარული მოგვანიჭა.სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლით კმაყოფილი ვარ.ეს მწვრთნელის მხრიდან ნდობის ნიშანია.პირველ წუთზე რაულ ალბიოლის ტრავმამ, დაცვაში გადაადგილებები გამოიწვია, თუმცა ამას პრობლემა არ შეუქმნია.არაჩვეულებრივია, როდესაც პირველ გუნდში ამდენი კანტერანოსი თამაშობს ერთად."

ხოსე როდრიგესი: "რასაკვირველია, მატჩამდა ვნერვიულობდი, თუმცა მოურინიომ შეძლო ჩემი დამშვიდება.მან გვითხრა, რომ ჩვენგან ელოდება არა მხოლოდ შედეგს, არამედ ხარისხიან თამშსაც.კასტილიაში შესანიშნავი პარტნიორები მყავს, თუმცა განვლივლ დაპირისპირებაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით მომიწია ასპარეზობა.მიუხედავად ასაკისა (ყველაზე პატარა გახლდათ მოედანზე - ავტ), ყველა დიდ პატივისცემას გამოხატავდა ჩემდამი."

ემილიო ბუტრაგენიო: "უწინარეს ყოვლისა, საქებარი სიტყვები მინდა გავგზავნო "ალკოიანოს" მისამართით.ორი მატჩის განმავლობაში, მეტოქე ბოლომდე იბრძოდა და შანსებს ეძებდა.კმაყოფილი ვარ კასტილიელი ბიჭების თამაშით.ყველაზე მეტად ხოსე როდრიგესი მომეწონა, რომელიც მოედნის ცენტრში დომინირებდა.ახალგაზრდებისათვის მსგავსი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა, კოლოსალური გამოცდილებაა.მადლობა ვუხდი ქომაგებს.ვგონებ, ისინიც და კლუბის ხელმძღვანელობაც მხარს უჭერენ მოურინიოს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)