ალონსო: „მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია“

სამეფო კლუბის ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, „ადიდასის“ ახალ ბუცებს პრეზენტაცია გაუკეთა.ბასკ ფეხბურთელს ინტერვიუს ჩაწერაც მოუწია.


„ჯერ ნოემბერია, სეზონის დიდი ნაწილი წინ გვაქვს.ამჟამინდელი შედეგიდან გამომდინარე, საჭიროა თავდაუზოგავი მუშაობის გაგრძელება და თავდაჯერებულობის შენარჩუნება.“

„კლუბი, გასახდელი და გულშემატკივრები, მოურინიოს მხარს უჭერენ.ის საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც შეიძლება გვყავდეს.“

„რა თქმა უნდა, მარცხის შემდეგ გრძნობები განსხვავებულია.ფეხბურთში ყველაფერი დამოკიდებულია შედეგზე.ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.წინ სამეფო თასის მატჩია, ხოლო შემდეგ მადრიდული დერბი.დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში.“

„ჩვენი შემადგენლობა თვითკრიტიკულია.რასაკვირველია, საჭიროა ყველაფრის გაანალიზება. „ბეტისთან“ წაგებით, დიდი ზეწოლის ქვეშ მოვაქციეთ ჩვენი თავები და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენით.“

„მადრიდის „ატლეტიკოს“ პოზიციით, ნაკლებად გაკვირვებული ვარ.მათ მშვენიერი გუნდი ჰყავთ, რომელთა სათავეში მაღალი დონის მწვრთნელი დგას.ისინი იმსახურებენ მეორე ადგილს.“

„ისტორია და სტატისტიკა არაფრის მეტყველია.მადრიდეულ დერბისი შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს.ჩვეულ სტილსში თუ ვითამაშებთ, გამარჯვების დიდი შანსი გვექნება.“

„პრიმერა მოგება? რატომაც არა? სეზონის დასრულებამდე ბევრი მატჩია.ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა პირველზე აღმოვჩნდეთ.“
ჩაბის „რეალთან“ კონტრაქტის განახლებაზე ჰკითხეს: „ახლა სეზონის შუა ნაწილია და ყველაფერს თავისი დრო აქვს.“

„ჩემპიონთა ლიგის მე-10 თასის მოგება მადრიდისტების დიდი ხნის ოცნებაა.იმედია, მიმდინარე სეზონში მოვახერხებთ.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)