ბრძოლა სიკვდილამდე, "სიკვდილის" ჯგუფში

მაშასადამე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძაბულობა, კულმინაციას აღწევს.


დღეს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის D-შ ჯგუფში, მორიგი მატჩები გაიმართება, რომლებიც თავისი არსით უაღრესად მნიშვნელოვანია.მანჩესტერი და ამსტერდამი დიდებულ წარმოდგენებს უმასპინძლებენ.სათამაშო დღის ბოლოს ან 2 მერვედფინალისტს მივიღებთ, ან კიდევ უფრო დაძაბულ ატმოსფეროს, "სიკვდილად" წოდებულ ჯგუფში.

ინგლისში ჩასატარებელი დაპირისპირება, დღისა და ტურის ცენტრალურ მატჩად შეიძლება მოვნათლოდ.სამეფო კლუბი მხოლოდ 3 ქულაზე ფიქრობს, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "ეტიჰედზე" ადვილად ვერავინ სეირნობს.ამაზე მოწმობს "ქალაქელების" საშინაო სტატისტიკა - ევროტურნირებზე გამართული ბოლო 36 დაპირისპირებიდან, 33 მოგება და 3 ფრე ფიქსირდება, ხოლო პრემიერ ლიგაზე ნათამაშები ბოლო 19 პაექრობიდან, 14 გამარჯვება და 5 ყაიმი.ბუნებრივია, ციფრები მნიშვნელოვანია, თუმცა მოურინიოს წინაშე სხვა გამოწვევევი დგას."განსაკუთრებულისთვის" მომდევნო შეხვედრა რიგით მეასე იქნება ჩემპიონთა ლიგაზე.ვფიქრობ, მწვრთნელის საიბულეო თარიღის სათანადოდ აღსანიშნავად, მადრიდისტები მათთვის სასარგებლო შედეგს წამოიღებენ "ნისლიანი ალბიონიდან."

სტატისტიკასა და სატურნირო მდგომარეობას რომ შევეშვათ, მანჩესტერში ერთმანეთის წინაშე წარდგებიან, მსოფლიოს ორი საუკეთესო გათამაშების (პრემიერ ლიგა, პრიმერა დივიზიონის - IFFHS-ის მიხედვით) ჩემპიონები.ალბათ, თქვენს გონებაში დიდხანს დარჩება "ბერნაბეუზე" გამართული პირველი მატჩი გუნდებს შორის.დიდებული სანახაობის ხილვის შემდეგ, ევროპულმა პრესამ ერთხმად აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგა "ფინალით" დაიწყოო.

დღევანდელ ორთაბრძოლაში, მანჩინის შეგირდებს დასაკარგი არაფერი აქვთ.ისინი საკუთარ ქომაგებს სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლას ჰპირდებიან.რასაკვირველია, ინგლისელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ზედიზედ მეორედ, ჩემპიონთა ლიგა ჯგუფურ ეტაპზე არ დაასრულონ.ერთი სიტყვით, განსხვავებით "რეალისაგან," მათ მხოლოდ 3 ქულა აძლევთ ხელს.

აღსანიშნავია, რომ როგორც "რეალში," ასევე "სიტიში" საკადრო პრობლემების დღის წესრიგში დგას.მოურინიო "ეტიჰედზე" მარსელოს, იგუაინსა და მორატას ვერ გამოიყენებს, ხოლო იტალიელ სპეციალისტს კი, სავარაუდოდ, რიჩარდსი არ ეყოლება.

და ბოლოს, გეტყვით, რომ "დი" ჯგუფრის მეორე მატჩი ჰოლანდიაშ შედგება "აიაქსსა" და "ბორუსიას" შორის.ამსტერდამელები გამარჯვების შემთხვევაში 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის შანსს შეინარჩუნებენ.

ბრძოლა სიკვდილამდე, "სიკვდილის" ჯგუფში
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)