მოურინიო: "მიყვარს ინგლისში დაბრუნება"

მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიო" "ეტიჰედის" საფრენსკონფერენცია დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.შეგახსენებთ, რომ მომავალი დაპირისპირება, "განსაკუთრებულისთვის" მე-100 იქნება ჩემპიონთა ლიგაზე.


"ყოველთვის მიყვარს ინგლისში ჩამოსვლა და მონაწილეობის მიღება დიდ შეხვედრებში.აქ ყოფნის დროს, მატჩამდე და მის შემდეგ, არასოდეს ვმალავ ემოციებს.ნამდვილად ტკბილად მახსენდება ბრიტანეთში გატარებული დრო."სიტისთან" რთული თამაში გველის, მხურვალე ქომაგების წინაშე."

"ჩემპიონთა ლიგაზე გამართული 99 შეხვედრიდან, ყველაზე სასიამოვნოდ 2 მოგებული ფინალი მახსენდება, ხოლო შავ ლაქად, ნახევარფინალური ეტაპიდან, თერთმეტ მეტრიანებში წაგების შემდეგ გამოვარდნა ("ჩელსითა" და "რეალით").ასევე არის მესამე შემთხვევაც, რომლის გახსენებაც არ მინდა."

"გათამაშების დაწყებამდე "მან.სიტი" ტურნირის ფავროტიად მოიაზრებოდა, თუმცა სხვაგვარად განვითარდა მოვლენები.ვფიქრობ, იმისათვის, რომ მოიგო ლიგა, ფავორიტობა საჭირო არარის.გუნდისათვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ადრე მოიპოვოს საუკეთესო 16 გუნდის საგზური."ქალაქელები" რტლ ვითარებაში არიან, თუმცა ჩვენი და "ბორუსიას" დამარცხებით, შემდეგ სტადიაზე იასპარეზებენ."

"გამუდმებით ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ჯგუფი ყველაზე რთულია.ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია 1 ან 2 გრანდი ტურნირს მიღმა დარჩეს, რამეთუ ნებისმიერი შეცდომა გადამწყვეტია.სხვა ჯგუფები გაცილებით ადვილად გადასალახავია, მაგრამ ჩვენთან, ზედიზედ სამი კლუბი აცხადებს ლიგის მოგებაზე პრეტენზიას."

"როდესაც გუნდი თამაშობს კარგად, მაშინ ფორვარდს უადვილდება ასპარეზობა."ატლეტიკის" მერე, ბენზემაზე ბევრი საქებარი სიტყვა წავიკითხე და მოვისმინე, მაგრამ ვიმედორებ, როდესაც გუნდი თამაშობს კარგად, მისთვის ადვილია ასპარეზობა."

"ესიენს ფიზიკურ კონდიციებთან ჰქონდა პრობლემა და მაგიტომაც დარჩა მადრიდში.ამავე მიზეზით ვერ გავთვლით, მარსელოზე, იგუაინსა და მორატაზე."

"ლა ლიგა, ლა ლიგაა, ხოლო პრემიერ ლიგა, პრემიერ ლიგა.მათ განსხვავებული კულტურა აქვთ.პრიმერა დივიზიონში 3 გუნდი ბობოქრობს და ისინი ბევრად აღემატებიან დანარჩენებს, ხოლო ინგლისის ჩემპიონატი, ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანია.ვფიქრობ, გამიმართლა, რომ კარიერის განმავლობაში, ყველა მნიშვნელოვან საფეხბურთო ქვეყანაში მომიწია მუშაობა.დიდი გამოცდილების მიღების შემდეგ, ნიშანდობლივია, რომ დავჯდე და გარკვეული ანალიზი გავუკეთო ყველაფერს, საიდანაც გამოჩნდება, თუ სად ვგრძნობდი თავს ყველაზე კარგად."

პრიმერა დივიზიონში "რეალმა" ჩინებული სეზონი ჩაატარა, თუმცა საუკეთესო მწვრთნელის წოდება გვარდიოლამ მიიღო: "ბედნიერი ვარ, რომ წლის საუკეთესო დამრიგებლის ჯილდო, ინგლისში, პორტუგალიასა და იტალიაში მხვდა წილად.ესპანეთში ვერ მოგებამ უფრო გამახარა, შესაბამისად მხოლოდ ლა ლიგის თასით დავკმაყოფილდები."

შემდეგ სეზონში კლუბის გამოცვლის შესაძლებლობა: "ხვალ ჩემპიონთა ლიგის მატჩი მაქვს და ჩემზე საუბარი არასწორი იქნება."

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)