სილვა : "მადრიდს დიდ პატივს ვცემ"

დავიდ სილვამ, რადიო მარკასთან ინტერვიუ ჩაწერა და განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერი მადრიდში მიღებული ოვაციების შემდეგ, ამით დედაქალაქელმა გულშემატკივრებმა საკუთარი პატივისცემა გამოხატეს თავიანთი ეროვნული ნაკრების ლიდერის მიმართ...


"სულ ცოტა ხნის წინ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, ბერნაბეუზე მიწევდა თამაში, ნამდვილად დაძაბული ვიყავი, მაგრამ ბოლო წუთებზე პუბლიკა ფეხზე წამოდგა და ტაში დამიკრა, რამაც გამაოცა და მეტისმეტად გამაბედნიერა, ამით ვიგრძენი, რომ ჩემ ქვეყანაში ხალხს ვუყვარვარ და პატივს მცემს."

"ჟოზე მოურინიოს შეგირდებთან შეხვედრის ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლო, ისინი როდის აფეთქდებიან არავინ იცის, წინა მატჩი სწორედ ამიტომ დავთმეთ, არადა გამარჯვებაც კი თავისუფლად იყო შესაძლებელი."

"მოხარული ვარ, რომ სამეფო კლუბი ჩემი პერსონით წლების მანძილზე ინტერესდებოდა, ეს მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ წლიდან წლამდე ვპროგრესირებ და მაღალი დონის ფეხბურთს ვაჩვენებ, ეს გარემოება ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა."

"სიტიში ძალიან მაფასებენ და თავს გუნდის ლიდერად მივიჩნევ, საკუთარი ქცევით ყველა მაჩვენებს იმას, რომ მანჩესტერული გუნდისთვის მნიშვნელოვანი ვარ, ფეხბურთელისთვის ამაზე დიდი ბედნიერება პროფესიონალურ კარიერაში არ არსებობს."

"წინ ურთულესი მატჩი გვაქვს, ნამდვილად არ შემიძლია პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ მერწმუნეთ, მანჩესტერ "სიტი" ბოლომდე დაიხარჯება იმისათვის, რომ შეხვედრა მოიგოს, წაბორძიკების შემთხვევაში ჩვენი ჯგუფიდან გასვლის შანსი მეტად მიზერული იქნება."

"არ მიყვარს როდესაც მეკითხებიან კრიშტიანო უკეთესი თუ მესი, ხშირად მითქვამს, რომ მე პირადად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ბარსელონას ლიდერს მივიჩნევ, მაგრამ ეს მხოლოდ სუბიექტური აზრია, დანარჩენს ფეხბურთში ჩემზე მეტად ჩახედული პიროვნებები გაარკვევენ." dle 10.1

  • Hala
  • 20 ნოემბერი 2012
  • 1956
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)