გარსია : "ყველაფერს გავაკეთებთ "რეალის" დასამარცხებლად

ხავი გარსია, რომელიც წლების მანძილზე იცავდა მადრიდის "რეალის" ღირსებას, ამჟამად სამეფო კლუბის მომდევნო მეტოქის, მანჩესტერ "სიტის" საკუთრებაა. ესპანელმა ფეხბურთელმა მომდევნო მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისური კლუბი ყველაფერს გააკეთებს ჟოზე მოურინიოს შეგირდებისთვის ანგარიშის გასასწორებლად...


"ჩვენ უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს, მადრიდის "რეალთან" ერთხელ უკვე ვითამაშეთ და კარგად გავითავისეთ ის გარემოება, რომ ამ კლუბის დამარცხება თავისუფლად არის შესაძლებელი."

"მათ ჰყავთ კრიშტიანო რონალდო, რიკარდო კაკა და სერხიო რამოსი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟოზეს გუნდის დამმარცხებელი არცერთი კოლექტივი არ არის, ვთვლი, რომ მანჩესტერ სიტის სამეფო კლუბზე დაბალი დონის შემადგენლობა არ ჰყავს."

"მადრიდელებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ თამაშის გამწვავება და გოლის გატანა, მაგრამ საჭიროა ყურადღების გამოჩენა, რაც საბოლოო წარმატებამდე მიგვიყვანს, თუ მოვინდომებთ აუცილებლად დავამარცხებთ ესპანელებს. ასევე უნდა აღვნიშნო საკუთარი მოედნის ფაქტორი, ჩვენ არა სანტიაგო ბერნაბეუზე, არამედ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, "სიტის" მხურვალე ტაშის ფონზე მოუწევს ასპარეზობა." dle 10.1

  • Hala
  • 20 ნოემბერი 2012
  • 1483
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)