კალეხონი & რამოსი: "ქომაგებმა ნადვილი წარმოდგენა დაიმსახურეს"

"ბერნაბეუზე" ბასკების განადგურების შემდეგ, ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.


ხოსე კალეხონი: "გახარებული ვარ საკმაოდ რთული მეტოქის დამარცხებითა და წარმოდგენის მოწყობით, რომელსაც იმსახურებდნენ ჩვენი ქომაგები.ძალიან გვინდოდა კარგი ფეხბურთის დემონსტრირება მოგვეხდინა და სიამოვნება მიგვენიჭებინა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც "ბერნაბეუზე" მოვიდნენ.გულშემატკივრების აპლოდისმენტებით თუ ვიმსხჯელებთ, ნამდვილად აღვასრულეთ ჩანაფიქრი."

"კარიმმა ძალიან კარგად ითამაშა.დიდ ხიფათს ქმნიდა ბილბაოელების კართან."

"რა თქმა უნდა, ყველანი მხარს ვუჭერთ რონალდუს, რომელიც გახარებულია გამარჯვებით, თუმცა ამბიციურია.მან ბევრი პასი გააკეთა, მაგრამ ვერ გაიტანა."

"ყოველთვის დიდ ბედნიერებას განვიცდი, როდესაც მოედანზე გამოვდივარ.ვცდილობ, 100 პროცენტიტ დავიხარჯო."

სერხიო რამოსი: "მართალია "ბარსელონასთან" ქულათა სხვაობა ვერ შევამცირეთ, მაგრამ კმაყოფილნი ვართ გაწეული სამუშაოთი.სამეფო კლუბი პირველი წუთიდან გამარჯვებისთვის თამაშობდა და ეს მნიშვნელოვანია.გუნდი, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ასპექტებში მოწოდების სიმაღლეზეა."

"ჩვენი შემადგენლობა იმით გამოირჩევა, რომ ბევრი ფეხბურთელი ქმნის სახიფათო მომენტს და ასევე, ბევრს შეუძლია თავის გამოჩენა."

"კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ამბიციურია, ფაქტიურად გოლებით ცხოვრობს.შეიძლება გაბრაზებულია იმით, რომ ვერ გაიტანა, თუმცა გამარჯვებით უდავოდ გახარებულია."

"მიმდინარე კვირა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩემთვის.ჯერ ნაკრებში გავიტანე, ხოლო შემდეგ კლუბში.გოლი იოზილს მივუძღვენი."

""მანჩესტერ სიტისთამ" სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ.ძალიან მომწონს ასეთი ტიპის მატჩები, რამეთუ ფეხბურთელის ზრდას უწყობს ხელს."

ინფორმაციის წყარო: merengues.ru, realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)