მორატა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

ბევრმა შეიძლება არ იცის იმის შესახებ, რომ მსგავსად რაულისა, მორატაც გარკვეული დროის განმავლობაში ირიცხებოდა მადრიდის ''ატლეტიკოში,'' სანამ 2008 წელს იგი ''ხეტაფედან'' გადავიდა ''რეალ მადრიდ ც"-ში. კასტილიის შემადგენლობაში მან გაიტანა 34 გოლი და მიიპყრო ყველას ყურადღება. გამოირჩეოდა ''მადრიდისტასთვის'' დამახასიათებელი თვისებებით. ბევრი მასში პატარა რაულს ჰხედავს.


2011 წლის 13 თებერვალი მორატასათვის დიდი მნიშვნელობის გამოდგა. მან თავისი პირველი ჰეთრიკი გაიფორმა ლაკორონიის ''დეპორტივოს'' წინააღმდეგ.

2012 წლის 11 ნოემბერს კი მან პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა ''რეალის''შემადგენლობაში, თანაც მაშინ, როცა ანგრაში საყაიმო იყო.მან შემოსვლიდან მესამოცე წამზე გაიბრწყინა.

ალვაროს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელირ რაულია, სამწუხაროდ მას არ მისცემია შანსი ეთამაშა ''ელ კაპიტანთან'' ერთად.


მორატა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

მორატა თამაშობს როგორც ნომინალური ცხრიანის პოზიციაზე, ასევე მარცხენა გარემარბად. მის სტილს რაულისას ადარებენ. კასტილიაში აღმოჩენის დღიდან, მან მსოფლიოს წამყვანი ტოპ კლუბების ყურადღება მიიპყრო. მისით დაინტერესებული არიან ისეთი გუნდები როგორიცაა: ვალენსია, მალაგა, მალიორკა, ჩელსი, ბორუსია და ა.შ. ყველაზე დიდ ყუდადღებას კი მის მიმართ არსენ ვენგერი იჩენს, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების ყიდვა და შემდეგ ვარსკვლავებად ქცევა უყვარს.
სამწუხაროდ ''რეალის'' შემადგონლობაში ალვაროს ცოტა დრო ეძლევა. მაშინ როცა არცერთი ცენტრფორცარდი გუნდში არ ბრწყინავდა, მას მაინც არ ეძლეოდა შანსი, სანამ გადამწყვეტი გოლი არ გაიტანა ლევანტეს კარში.

გუშინდელი თამაშის შემდგომი კომენტარი :
''მე ძალიან ბედნიერი ვარ, არასოდეს დამავიწყდება სიმღერა და აბლოდისმენტები რომელიც ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' მომიწყვეს. გუნდში საოცარი თავდამსხმელები გყვავს, რაც ძალიან კარგია კლუბისთვის. ჩვენ ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ''

მორატა საოცრად შეიყვარა ''რეალის''ქომაგმა. ყველაფერი სიმბოლურია და ალბათ ამიტომაც ადარებენ მას ასე ხშირად რაულს. თეთრი კაპიტანი ყველას სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა კარიერის დაწყებისას. ანალოგიური ვითარებაა მორატასთან დაკავშრებითად. ეჭვგარეშეა, რომ რა დიდი ვარსკვლავიც არ უნდა თამაშობდეს ''სამეფო კლუბში'' კასტილიის აღზრდილები მაინც უფრო მეტად ეყვარებათ, როცა ისინი გაიბრწყინებენ.
dle 10.1

  • Stifler
  • 18 ნოემბერი 2012
  • 2471
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)