იკერ კასილიასი – „ლომების მომთვინიერებელი“

კარგი სტატია კასილიასზე...


იკერის დებიუტი შედგა „სან მამესზე“ 1999 წლის 12 სექტემბერს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ. მას შემდეგ იკერი სამეფო და ბასკური კლუბების დაპირისპირებაში შეუცვლელად თამაშობს. 13 წელია ბილბაოს „ლომები ეშვებით ებრძვიან“ კასილიასს. იკერი სადებიუტო თამაშში 18 წლის იყო, მაგრამ დღესაც, 31 წლის ასაკში ის გამოიყურება ისე, როგორც არასდროს და იგი დღევანდელ დაპირისპირებაშიც აუცილებლად იქნება „თეთრების“ კარის დარაჯი.
კასილიასმა ბასკების წინააღმდეგ 18–ჯერ იზეიმა გამარჯვება, 6–ჯერ დამარცხდა და ორიც ფრე ითამაშა. 13 წლის განმავლობაში „ატლეტიკის“ „ლომების“ თაობა რამდენჯერმე შეიცვალა. იკერის დებიუტისას, მის წინააღმდეგ იბრძოდნენ: ლაკრუზი, ალკორტა, ფერეირა, ურუტია და სხვები. 02–03 წლებიდან დელ ჰორნო, იესტე, ალკიზა, ხავი გონსალესი... რამდენიმე წლის შემდეგ გაბინოლდო, ირაოლა, ორბაიზი და ადურიზი. იკერმა ყველას „მოთვინიერება“ შეძლო. ხოლო დღეს „თეთრი დარაჯის“ წინააღმდეგ წარსდგებიან: ლიორენტე, იკერ მუნიაინი, დე მარკოსი, სუსაეტა და კომპანია. იკერი კვლავ ბრწყინავს, იგი კვლავ განაგრძობს თაობების „მოთვინიერებას“, ის მადრიდელების კაპიტანი და შეუცვლელი ფიგურაა. ამის საპირისპიროდ კი, „ატლეტიკმა“ 5–ჯერ შეცვალა მეკარე.
იკერ კასილიას ფერნანდესის წინააღმდეგ ბრძოლაში ბასკური გუნდი მარტო არაა, მის დამარცხებას ცდილობენ „ვალენსია“ და „ბარსელონა“, მაგრამ იკერი ისევ ამაყად დგას თავის ადგილას და კვლავაც ამწუხრებს კონკურენტი კლუბის გულშემატკივრებს. dle 10.1

  • MyNameIs
  • 17 ნოემბერი 2012
  • 2783
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)