"ბოსი," სახელად სერხიო

ბელადი და მეგობარი, ლიდერი და წარმომადგენელი - აღნიშნული სიტყვებით მოისენიებს გამოცემა "მარკა," სერხიო რამოსს.


ამჟამინდელი ფორმაციის "რეალისათვის," ანდალუსიელი მცველი განუყოფელი ნაწილია.26 წლის ასაკში, როგორც პერსონალურ, ასევე საფეხბურთო დონეზე, სერხიო მოწოდების სიმაღლეზეა.როგორც ამბობენ, "ბლანკოსის" გასახდელში, მის სიტყვას დიდი წონა აქვს.როდესაც რამოსი საუბრობს, თანაგუნდელები უსმენენ."4" ნომერი იმ კატეგორიის მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომლებიც არასოდეს ნებდებიან.

სამეფო კლუბის შემადგენლობაში, რამოსი ვიცე-კაპიტნის თანამდებობას იკავებს.არავინ დავობს იმაზე, რომ კასო "რეალის" სიმბოლო და კლუბის წინამძღოლია, თუმცა მოედნის მოთამაშეებს შორის, ლიდერის პოზიციას სერხიო არავის უთმობს (უხეშად რომ ვთქვათ, იკერის შემდეგ სწორედ ის მოდის).ჟურნალისტები ამბობენ, რომ სევილიელის ზეგავლენა გუნდში მას შემდეგ გაიზარდა, რაც მოურინიომ მისი ცენტრალური მცველობა გადაწყვიტა.სერხიო დანარჩენი მადრიდისტების ნამდვილი მოტივატორია.ის ყოველთვის შენიშვნებს აძლევს თანაგუნდელებს და ამხნევებს მათ, როდესაც ამის საჭიროება არსებობს.

სერხიო რამოსი არასოდეს უფრთხის მოწინააღმდეგეს, მუდამ ხისტად და ბოლომდე ეთამაშება.ამასთანავე არც გასახდელში და არც პრესასთან, ხმამაღლა და ზედმეტს არ საუბრობს.მტკიცე ხასიათის გამო, რამდენჯერმე დამრიგებლების გაკიცხვაც კი დაიმსახურა.ანდალუსიელის გვარი იმ მცირეციხოვან ფეხბურთელებს შორისაა, რომლებიც მოურინიოს ეპასუხებიან და სხვებივით ჩუმად ყოფნას არ ამჯობინებენ.

და ბოლოს, ამბობენ, რომ სერხიომ "რეალის" დიდებული კაპიტნებისაგან (საუბარია იეროზე და რაულზე) ისწავლა გასახდელში ლიდერობა.

ინფორმაციის წყარო: marca.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)