მანოლო სანჩისის ინტერვიუ

”მადირდის რეალის” ლეგენდარულმა მცველმა კიდევ ერთხელ უპასუხა ესპანური გამომცემლობა Marca-ს მკითხველების შეკითხვებს.


”მადრიდის რეალს” მიმდინარე სეზონში ორი მიზანი აქვს: მოიგოს ჩემპიონთა თასი და ნაციონალური ჩემპიონატი. როგორ მიგაჩნიათ, არის თუ არა შესაძლებელი სხვა მიზნების დასახვა გარდა ამ ორისა? მაგალითად ისწრაფოს ლამაზი ფეხბურთი ჩვენებისკენ?

თქვენ მართალი ხართ-ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა პრიორიტეტული მიზნები და ამოცანებია, მაგრამ დევიზი ”მიზანი ამართლებს საშუალებას” - არ არის ”მადრიდის რეალისთვის”. ”რეალი” ისეთი კლუბია, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის როგორ გაიმარჯვებს. სახელი და ისტორია გავალდებულებს, რომ ყოველთვის ლამაზი თამაშისკენ ისწრაფოდე, თამაშისკენ, რომელიც დაგამახსოვრდება.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენი თავი ”მადრიდის რეალის” პრეზიდენტის რანგში ან მთავარი მწვრთნელი რანგში , ხოლ ფერნანდო იერო კი სპორტულ დირექტორად?

ეს გულშემატკივრის რომანტიკული ოცნებაა. იმ გულშემატკივრისა, რომელიც დიდ პატივს სცემენ გუნდისთვის თავდადებულ ფეხბურთელებს. ვინ იცის, მომავალი რას გვიქადის და რა იქნება მომავალში.

თქვენ, როგორც ”მადრიდის რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, როგორც თავიდან ფეხებამდე ნამდვილ მადრიდისტას, არ გაცოფებთ მუდმივი თავდასხმები კლუბზე პრესის მხრიდან? ვხედავთ, რომ ფეხბურთელებს შორის დამოიკიდებულება სავსებით ნორმალურია, რომ გუნდი ერთიანია, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ”მადრიდის რეალის” გასახდელი სავსეა გველის შხამით. საკმარისია გავიხსენოთ დიეგო ტორესის (El Pais --ს ჟურნალისტი) გიჟური გამოხტომა მოურინიოს წინააღმდეგ.

მეც არ მომწონს, როცა ”მადრიდის რეალს” აკრიტიკებენ, მაგრამ ამას უნდა მივეჩვიოთ. ასეთია ჩვენი ცხოვრების რეალიები. ჟურნალისტებს შორის არიან პროფესიონალები, რომელთა კრიტიკის გათვალისწინებაც კარგია, მაგრამ ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მორიგი სკანდალური მასალის ძიებაში არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდმა კრიტიკას თამაშით უნდა გასცეს პასუხი. როცა ”მადრიდის რეალი” იგებს თამაშს და ტიტულებს, კრიტიკა თავისდაუნებურად ქრება და ჩუმდება.

რას ფიქრობთ, გოლი, რომელიც ალვარო მორატამ გაიტანა, დააფიქრებს მოურინიოს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს კანტერის მოთამაშეებს? და გააუმჯობესებს თუ არა ის ფილიალისა და პირველი კლუბის ურთიერთობას?

ყველა ჩვენგანისთვის, იმათთვის, რომლებიც განიცდიან კანტერის გამო, მორატას გოლი საუკეთესო ინფორმაცია იყო. გაჩნდა იმედი, რომ კიდევ ბევრჯერ გავიგებთ კანტერას დამსახურებებზე.

რას იტყვით ხაბი ალონსოს თამაშზე ”ლევანტეს” წინააღმდეგ? ჩემი აზრით, მან დიდებულად ითამაშა, საწყენია, რომ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.

ხაბი ალონსომ აჩვენა ნამდვილი სათამაშო გამბედაობა. მან პირველივე წუთებიდან გაიგო, თუ როგორ წარიმართებოდა თამაში და მოედანზე ნამდვილი ლიდერი გახლდათ.

არსებობს მსოაზრება, რომ ემილიო ბუტრაგენიოს, მიგელ პარდესას, ალფრედო დი სტეფანოს და სხვა დიდებულ ფეხბურთელებს ეშინიათ კლუბის პოლიტიკის და პირადად მოურინიოს სახალხოდ გაკრიტიკება

არ შეიძლება პატივისცემის მშიშრობაში აღრევა. ”მადრდის რეალში” მისაღებია კორექტული დამოკიდებულება ხალხებს შორის. ყველა ჩვენგანი ვმუშაობთ კლუბის სასიკეთოდ და ამიტომაც ჩვენი მხრიდან კრიტიკა უნდა იყოს კორექტური და კონსტრუქციული. დონ ალფრედო მაგალითად, ყველზე დაფასებული პიროვნებაა მადრიდისტებს შორის. მასზე მაღლა არ არის არავინ. ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ მას რამის ან ვინმესი ეშინია. საქმე ამაში არ არის. უბრალოდ მას ესმის, რომ თითოეულ მის სიტყვას კოლოსალური რეზონანსი ექნება და ამიტომაც თითოეულ სიტყვას უკვირდება. მე მაგალითად, რაღაც საკიტხებში, რომელსაც მოურინიო აკეთებს, არ ვეთანხმები მას. მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ სკანდალი მოვაწყოთ. ვინაიდან ბევრი რამე, რასაც ის აკეთებს , ჩემთვის სრულაიდ მისაღებია.

რას ფიქრობთ, ტიტო ვილიანოვას ”ბარსა” ისევე თამაშობს , როგორც ლუის ვან გაალის ”ბარსა”? ჩემი აზრით მათ შორის სხვაობა არის ის, რომ ტიტოს გუნდში მესი ყავს, ხოლო ჰოლანდიელს თავის დროზე უფრო სერიოზული კონკურენტები ყავდა.

მე თქვენ გეთანხმებით. ”ბარსას” თავისი სტილი აქვს, რომელსაც ის მუდამ მიყვება. ამიტომაც ისეთი ფეხბურთელები, როგორიც მესია იწვევენ სხვაობას სხვადასხვა დროის გუნდებს შორის.

არ გენატრებათ ის დრო, როცა მხოლოდ ორი გუნდი არ იბრძოდა ჩემპიონობისთვის?

ჩვენ ყველანი ვნატრობთ იმ დროს. ისე მინდა, რომ სხვა გუნდებიც ჩაერთნონ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, რომ ვერ წარმოიდგენ. dle 10.1

  • shvela
  • 14 ნოემბერი 2012
  • 1618
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)