მადრიდისტები ნაკრებებში გამოიძახეს

მოგეხსენებათ, მოახლოვდა სანაკრებო ბატალიები, რასაც მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებებში გამოძახება მოჰყვა...


ესპანეთის ნაკრები

იკერ კასილასი, რაულ ალბიოლი და სერხიო რამოსი, მსოფლიოს ჩემპიონებს დაეხმარებიან, "ფურია როხა" პანამის გუნდის წინააღმდეგ 14 ნოემბერს იასპარეზებს. მატჩს ამხანაგური ხასიათი ექნება.

პორტუგალიის ნაკრები

პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა, მხოლოდ ერთი მადრიდისტა იხმო ნაკრებში, ეს ფეხბურთელი კელპერ პეპე გახლავთ, კრიშტიანო რონალდო და ფაბიო კოენტრაო გასაგები მიზეზების გამო დარჩნენ მადრიდში. პორტუგალიელები გაბონის წინააღმდეგ, 14 ნოემბერს იასპარეზებენ.

არგენტინის ნაკრები

ანხელ დი მარია საკუთარი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა იხმო. არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდება, ეროვნულ გუნდს მიღმა დარჩა იგუაინი, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ვერც "ბლანკოსის" დახმარებას ახერხებს.

ბრაზილიის ნაკრები

რიკარდო კაკა ნიუ ჯერსიში, კოლუმბიის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, ეს მატჩი ბრაზილიელთათვის საიუბილეო, რიგირ მე-1000 იქნება.

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები

ახალბედა კანტერანო ნაჩო, თავისი ქვეყნის 21 წლამდელთა გუნდს დაეხმარება, იგი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს და იტალიელ ახალგაზრდებს დაუპირისპირდება.

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები

"მამლების" 21 წლამდელთა შემადგენლობას მადრიდელი რაფაელ ვარანი გაამაგრებს, რომელიც უკვე სერიოზულ ძალას ჩამოყალიბდა. ვარანის მომდევნო მეტოქე უკრაინის გუნდი იქნება. dle 10.1

  • Hala
  • 13 ნოემბერი 2012
  • 2070
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)