ლევანტე: რეალის ახალი მტერი ატარებს იგივე ფერის ფორმას, რასაც ბარსა

მადრიდის რეალისა და ლევანტეს დაპირისპირება...


ლევანტეს დაბრუნებას პრიმერა დივიზიონში(ლა ლიგა), დაემთხვა მოურინიოს დანიშვნა რეალის მთავარ მწვრთნელად. მას მერე სამი წელი გავიდა და ამ სამი წლის განმავლობაში რაღაც შეიცვალა ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში.

მოურინიოს პირველი სტუმრობის დროს ლევანტესთან, მადრიდის რეალი მხოლოდ უგოლო ფრეს დასჯერდა. თამაშის შემდეგ მოურინიომ ლევანტეს მოთამაშეები მსახიობობაში დაადანაშაულა: „ჩანდა, რომ ლევანტეს ათ მოთამაშეს უნდოდა თამაში ჰოსპიტალში დაემთავრებინა. მე მოხარული ვარ, რომ მათ ეს არ გამოუვიდათ“ – თქვა მოურინიომ ირონიულად და ამით მათ სიმულაციებს გაუსვა ხაზი.

მაგრამ ლევანტეს გეგმები შეჩერდა მადრიდში, სამეფო თასის დაპირისპირებაზე, სადაც რეალს შურისძიების საშულალება მიეცა, რაც შესანიშნავად გამოუვიდა და მოწინააღმდეგეს რვა გოლი გაუტანა.

8–0 განადგურების შემდეგ ლევანტეს რადენიმე ფეხბურთელმა დაიწუწუნა, თამაშის დროს გვამცირებდნენო. თუ მათ დავუჯერებთ, 6–0_ის დროს დი მარიას უთქვამს მოწინააღმდეგისათვის: „არ შეეხო ჩემს მაისურს, გაჭუჭყიანდება“

ლევანტეს მაშინდელმა მწვრთნელმა ლუის გარსიამ კი განაცხადა: „გულშემატკივარი სკანდირებდა ჩამოქვეითდითო, როცა ანგარიში უკვე გამანადგურებელი იყო. და ისინი ყველა გატანილ გოლს ველურებივით აღნიშნავდნენ.“

დაპირისპირება გაგრძელდა წინა სეზონშიც, როცა ლევანტემ შეძლო რეალის დამარცხება. „მე მინდა მივულოცო ლევანტეს მოთამაშეებს, მათ ძალიან კარგად იციან პროვოკაცია, ჩარტყმა, ხელით დაჭერა და დროის გაყვანა, ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია“–განაცხადა მოურინიომ შეხვედრის შემდეგ.

მას შემდეგ კი რაც, კრისტიანო რონალდომ თვითონ იპოვნა ნავაროს იდაყვი და სახე მიარტყა მას, მიწის მდებარეობაც კი აღარაა ნათელი...


წყარო: marca.com dle 10.1

  • MyNameIs
  • 12 ნოემბერი 2012
  • 1979
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)