რა მოხდა თამაშის შემდეგ?

"ლვენატეს" ფეხბურთელმა ხუანფრანმა, cadena SER-თან საუბრის დროს, პეპეს საკმაოდ მძიმე ბრალდებები წაუყენა.


ვალენსიელი ფეხბურთელის თქმით, "ლევანტე" - "რეალის" დასრულების შემდეგ, გასახდელში შესვლამდე მოწყობილ გვირაბში, მადრიდელი მოთამაშე არაადეკვატურად იქცეოდა: "გასახდელში მოხვედრამდე, 20 მეტრის გავლა მოგვიწია ერთად.პორტუგალიელი მოთამაშე ცეკვავდა და დაგვცინოდა.პეპე მაპროვოცირებელ განცხადებებს აკეთებდა ჩვენი მისამართით.მას ვკითხეთ, თუ როგორი პროფესიონალი იყო და ვუთხარით, რომ "რეალის" მაისურის ტარებას არ იმსახურებდა.შემდეგ თანაგუნდელებმა პეპე გასახდელში შეიყვანეს, თუმცა ინციდენტი ამით არ ამოწურულა, რამეთუ გასახდელიდანაც სხვადასხვას ჟესტებით გვაღიზიანებდა."

"მატჩის მთავარი არბიტრი, "რეალის" დამცველი პოლიციელის რანგში მოგვევლინა.ის უსაფუძვლოდ აფრთხილებდა "ლევანტეს" ფეხბურთელებს და ხშირ შემთხვევებში მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებდა.რონალდუსა და ნავაროს ეპიზოდის დროს, მსაჯის ხელთ გახდათ ყველაფერი.განზრახ ქმედებას რომ ჰქონოდა ადგილი, აუცილებლად გააწითლებდნენ დავიდს.მინდა გითხრათ, რომ პეპეს მონაწილეობით უარესი შემთხვევები მინახავს მოედანზე" - დაამატა ხუანფრანმა.

თავის მხრივ, "ღამურების" მოთამაშის ბრალდებებს პასუხი გასცა ოფიციალურმა მადრიდმა.გთავაზობთ, "თეთრების" განცხადებას:

1) ჩვენი ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის ქმედებები მთელი თამაშის განმავლობაში სამაგალითო იყო.მოგეხსენებათ, როგორ არახელსაყრელ პირობებში მოუხდათ მოთამაშეებს თამაში.მიუხედავად ამისა, გუნდმა, პროფესიონალიზმისა და სპორტული სიმარჯვის ხარჯზე მოახერხა სირთულეების დაძლევა.
2) თამაშის დასრულების შემდეგაც, ფეხბურთელებისა, სამწვრთნელო შტაბისა და კლუბის წევრების ქმედებები და ურთიერთობები გასახდელისკენ მიმავალ გზაზე, იყო სწორი და უზადო.
3) ჩვენ ვგმობთ განცხადებას, რომელიც გასახდელში შევლამდე, პეპეს მიერ პროვოკაციის მოწყობაზე იუწყება."რეალის" მოთამაშის ქმედებები, იყო მხოლოდ სანიმუშო.
4) სამეფო კლუბი ყოველთვის დაიცავს და პატივს ცემს მოთამაშის იმ ფასეულობებს, რომელიც სპორტულ სამყაროშია გაბატონებული.

ინფორმაციის წყარო: as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)