მოუ: "გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი"

სამეფო კლუბმა ვალენსიიდან მორიგი 3 ქულის წამოღება მოახერხა.მოურინიომ მატჩის შემდეგ კითხვებს უპასუხა.


"განვლილი დაპირისპირება რთული გამოდგა ორივე გუნდისათვის.ჩემმა შეგირდებმა, გარემო პირობებთან ადაპტირება ადვილად მოახერხეს.საბოლოოდ, ვიხილეთ მოთამაშეების ნამდვილი ბრძოლა."რეალიცა" და "ლევანტეც" მზად იყვნენ ყველაფერი გაეღოთ 3 ქულისათვის.ჩვენ ხასიათისა და ძალის ხარჯზე დამსახურებული გამარჯვება მიგვაქვს ვალენსიიდან.დარწმუნებული ვიყავი ამაში."

"გუნდი ვათამაშე 4-4-2 ტაქტიკით, რამეთუ მსგავს პირობებში, ნორმალურად ბურთის გაგორება შეუძლებელი იყო.ვიცოდით, რომ საბოლოო შედეგი მატჩის დეტალებიდან გამომდინარე დაფიქსირდებოდა.კრიშტიანნუ რონალდუს სათადარიგოზე დაჯდომამ, მეტად გაართულა ჩვენი ამოცანა, თუმცა უნდა ითქვას, რომ დი მარიამ და კალეხონმა ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარეს.შემდეგ მწვანე მინდორზე შემოვიდა ბავშვი, რომელმაც ბურთთან პირველი შეხებით მოგვაგებინა პაექრობა."

"ყველას, ვინც კარგად ასპარეზობს ან ცუდად, წვიმაში უთამაშია.უხვი ნალექი პრობლემებს უქმნის სტადიონის ტერნიკურ პერსონალს, მსაჯებს, ქომაგებს, რომლებიც გაყინულნი და დასველებულნი არიან, თუმცაღა ეს არის ფეხბურთი და უნდა შევეგუეთ ამას."

"გამარჯვებაში მთავარი წვლილი მიუძღვის მორატას და არა მე.ჩემი დამსახურება ისაა, რომ ასეთ მოთამაშეები ვავარჯიშო, განვითარების საშუალება მივცე და არ გავუშვა სხვა კლუბებში, როგორც ეს მატასა და ნეგრედოს შემთხვევებში მოხდა.სწორედ მე გადმოვიყვანე ალვარო პირველ გუნდში, სწორედ მე ჩავატარებინე ალვაროს 3 წინასასეზონო მომზადების პერიოდი პირველ გუნდში, სწორედ მე ვუთხარი ხელმძღვანელობას, რომ მასთან კონტრაქტი გაეფორმებინათ, როგორც პირველი გუნდის ფეხბურთელისთვის და სწორედ მე არ მივეცი საშუალება, ზაფხულში დაეტოვებინა კლუბი!"

"ჩვენ გვყავს იგუაინი და ბენზემა, ხოლო როდესაც ისინი თამაშგარეში არიან, მოედანზე შემოდის მორატა.არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები, ჩემთვის მთავარია, რომ ის გაიზრდება, როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი.ალვარო დროდადრო გამოჩნდება მთავარ გუნდში.ვიმედოვნებ, რომ მომავალ დღეებში პრესაში წაკითხული ინფორმაციის შემდეგ, ცაში არ გაფრინდება."

"ვფიქრობ, კალეხონის შემთხვევაში 100 პროცენტიანი პენალტი იყო, ხოლო მსაჯმა შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც თამაშგარედან გატანილი გოლი ჩაუთვალა "ლევანტეს.""

"რონალდუ ტრავმირებულია.პირველ ტაიმში არაკომფორტულად გრძნობდა თავს მოედანზე და ამიტომაც შევცვალეთ.მადრიდში ჩასვლის შემდეგ ყველა სახის სამედიცინი შემოწმება ჩაუტარდება."

ინფორმაციის წყარო: merengues.ru, realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)