აკუნიას მეტის იმედი აქვს

ახალგაზრდა პარაგვაელმა ფეხბურთელმა ხავი აკუნიამ საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო, როდესაც ძირითად გუნდთან ერთად გაემგზავრა "ხიხონში" და ივარჯიშა ვარსკვლავების გვერდით.


"პელეგრინიმ მითხრა რომ შემეძლო მეთამაშა "თეთრების" პირველ გუნდში, ამის გაგონებაზე მაშინვე გავიფიქრე, რომ შემეძლო გამეტანა პირველი გოლი, რომელიც იქნებოდა ჩემი საფეხბურთო კარიერის ჯერ–ჯერობით პიკი. მართალია დიდი სურვილის მიუხედავად არ მომიწია თამაშში ჩართვა, მაგრამ მაინც ძალიან გახარებული ვარ, რადგან დაინტერესება გახლდათ მთავარი მწვრთნელის... ამ მომენტმა თავდაჯერებულება შემმატა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დავარწმუნო ჩემს ძალებში."

"ჩემი პირველი წარმატება ის იყო, რომ "თეთრების" გულშემატკივრები ავტოგრაფებს მთხოვდნენ, ამ დღეს პირველად ვიგრძენი თუ სად ვთამაშობ... ბევრი მუშაობა მომიწევს, მაგრამ წარმატებისთვის ორმაგად დავიხარჯები. ასეთი შანსი ერთხელ გეძლევა და აუცილებლად უნდა გამოიყენო."

"როდესაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობდი უდიდესი სიამაყე ვიგრძენი, მეგონა ჩემზე ბედნიერი იმ მომენტში არავინ იყო. ვარსკვლავები ისე მელაპარაკებოდნენ, თითქოს ერთ–ერთი მათნაირი მოთამაშე ვყოფილიყავი. ამით უდიდესი გამოცდილება მივიღე, რომელსაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ. ეს ვარჯიში ყველაზე დიდი მიღწევა იყო ჩემს კარიერაში და შრომის დაფასება, რამაც ძალაინ გამაბედნიერა."


ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 26 ოქტომბერი 2009
  • 1635
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)