მოურინიო : "რონალდუ ცხრიანზე ითამაშებს"

მოურინიო : "რონალდუ ცხრიანზე ითამაშებს"


პრესკონფერენციაზე ჟოზემ გუნდზე ისაუბრა ...


" მე არ ვიცი ითმაშებენ თუ არა კოენტრაო და არბელოა, მატჩის წინ შევამოწმებთ მათ მდგომარეობას და მხოლოდ მაშინ გადაწყდება მათი ბედი. კრიშტიანუ რონალდუ ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე მოგვევლინება , შეტევაში მას ასევე დაეხმარებიან დი მარია, იოზილი და კალეხონი . ამის შემდგომ პრესას აღარ მოუწევს ნერვიულობა იმის თაობაზე თუ ვინ ითამაშებს თავდასხმაში "ლევანტეს" წინაამღდეგ".

"კაკა ყოველთვის ეხმარება გუნდს , როდესაც იგი მინდორზეა . კაკას, რომ შეეძლოს მარცხენა ფლანგზე თამაში მისი სათამაშო დრო საგრძნობლად გაიზრდებოდა , მაგრამ ის თამაშობს გამთამაშებლის პოზიციაზე , იქ კი ჩვენთან იოზილი მოღვაწეობს . როდესაც იოზილი რჩება სათადარიგოზე , ხოლო კაკა ძირითადში გვევლინება ,თქვენ კითხულობთ თუ რატომ არ თამაშობს იოზილი. როდესაც კაკა რჩება სათადარიგოზე , მაშინ კი კითხულობთ თუ რატომ არ თამაშობს ბრაზილიელი. გაუგებარია ასეთი ხალხის პრეტენზიები".

"მორატა ძალიან კარგია, ფენომენალურია . რაც შეეხება ბენზემას , მე წავიკითხე მისი იტნერვიუ ,სადაც ეწერა , რომ ის სათადარიგოს სკამზე უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე ძირითადში. მე მთელი 90 წუთი ვიმყოფები სათადარიგო სკამზე " .

"ჩვენ სეზონის დასრულებას მაისამდე არ დავუშვებთ. შევაფასეთ ჩვენი მდგომარეობა და გავაგრძელებთ თამაშის გაუმჯობესებას. მინდა თუ არა გუნდმა ითამაშოს უფრო კარგად? რა თქმა უნდა. სეზონის დასაწყისში მე ვისაუბრე ჩვენს მისწრაფებებზე, მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა , თუმცა გუნდი კვლავ გამარჯვებისაკენაა მიმართული. ჩვენ გვაქვს დიდი ამბიციები, გვსურს მოვიგოთ ყველაფერი."-განაცხადა მოურინიომ.

წყარო:Realmadrid.com
dle 10.1

  • irakli.g
  • 10 ნოემბერი 2012
  • 2713
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)