დროგბა : "არჩევანი რონისა და მესის შორის გაკეთდება"

დიდიე დროგბამ, ოქროს ბურთის მომავალ მფლობელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას არანაირი შანსი არ აქვს, რადგან კონკურენტები ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო არიან...


"ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება, მრავალწლიანი საფეხბურთო მოღვაწეობის განმავლობაში უამრავ წარმატებას მივაღწიე, მაგრამ ყველაზე დიდი ოცნება შარშან ავისრულე, როდესაც ლონდონის ჩელსისთან ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ანუ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოვახერხე. მიუხედავად იმისა, რომ მიზანთან ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავი, ვერასდროს ვაღწევდი სასურველ შედეგს."'

"ვფიქრობ, ჩელსი შარშან არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც ჟოზე მოურინიოს დროს, მაგრამ ფორტუნამ არ გვიმუხთლა და თასის მფლობელები გავხდით, ამასთანავე აღსანიშნავია ფეხბურთელთა თავდადება, მართლაც შარშანდელ "არისტოკრატებს" დიდი ჟინი ჰქონდათ და სწორედ ამან განაპირობა მიღწეული შედეგი."

"ჩემთვის მართლაც საბედნიეროა, რომ ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტთა შორის ვფიგურირებ, მაგრამ ვთვლი, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოგების შანსი ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემი კონკურენტები კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან, ისინი ყოველ წელს უკეთეს და უკეთეს სეზონებს ატარებენ და მოედანს უგოლოდ თითქმის არ ტოვებენ, ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი ნამდვილი პოზიცია ცენტრ ფორვარდი არ არის, მაგრამ ყველა კარგად ვხედავთ, რომ ისინი "9"-იანებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ."

"ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს ჟოზე მოურინიოსთან და ვთვლი, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მსოფლიოში საუკეთესოა, მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, რადგან ჟოზე უდავოდ ლეგენდაა, როგორც მწვრთნელი, ასევე მეგობარი. მოურინიოსთან მეგობრობა ყველა ფეხბურთელისთვის დამატებითი სტიმულია, ამ ადამიანს უამრავი დადებითი თვისება აქვს, რომელსაც მხოლოდ ის ადამიანები ხვდებიან, რომლებიც მას იცნობენ, სხვა შემთხვევაში მის მიმართ ხშირად ისმის კრიტიკა, რომ იგი განსხვავებული ადამიანია, მე მას განსხვავებულს და განსაკუთრებულს მხოლოდ მწვრთნელის რანგში ვუწოდებდი." dle 10.1

  • Hala
  • 9 ნოემბერი 2012
  • 2582
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)