ჩაბი: "ვიმედოვნებ, მნიშვნელოვანი გოლის გატანა წინ მაქვს"

ჩაბი ალონსო თანაგუნდელებთან ერთად, "აუდის" ღონისძიებაზე იმყოფებოდა.სამეფო კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, შემთხვევით ისარგებლა და ინტერვიუ ჩამოართვა ბასკს.


"ჩემი პოზიცია მწვანე მინდორზე ნიშნავს, რომ პერმანენტულად დაკავშირებული ვიყო თამაშთან.აღნიშნული როლის შემთხვევაში, შეუძლებელია განზე დგომა.მუდამ მოვლენების ეპიცენტრში ხარ.მე ვარ ხაზი დაცვასა და შეტევას შორის.აქედან გამომდინარე, საჭიროა ყოველთვის კარგ კონდიციებში ყოფნა, თანაგუნდელებისთვის დახმარების აღმოჩენა და კოლექტივთან მჭიდრო ურთიერთობა."

"იმედი მაქვს, რომ ჩემი მნიშვნელოვანი მადრიდული გოლის გატანა წინ მაქვს."

- რა განასხვავებს ფეხბურთს სხვა სპორტისაგან?
- ესპანეთის არის ქალაქი, სადაც ფეხბურთი ძალიან უყვართ.ამას ფესვები აქვს გადგმული კულტურაში.ყველა ადამიანი, განურჩევლად სოციალური კლასისა და იდეოლოგიისა, მხარდაჭერას გამოხატავს.სწორედ ამაში მდგომარეობს სპორტის ამ სახეობის სიდიადე.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც გასახდელს ერთიანს ხდის?
- კარგად გვესმის, რომ სპორტულ გუნდში, ერთიანობის გარეშე შეუძლებელია მიზაის მიღწევა.ინდივიალური თვალსაზრისით უნდა იყო მომთხოვნი, ამასთანავე პროფესიონალი და პასუხისმგებელი.

- როგორ უნდა გამოხატონ მხარდაჭერა ქომაგებმა შენს მიმართ?
- როდესაც მტკივნეულ მარცხს განიცდი, ან როდესაც ცუდი სტარტი გაქვს და ამ დროს ქომაგების მხრიდან პატარა მხარდასაჭერი ჟესტიც კი სტიმულს გაძლევს.ეს ჩვენთვის უაღრესად ნიშანდობლივია.ამის გარეშე სპორტი წარმოუდგენელია.

- რა რჩევას მისცემთ მათ, ვისაც ფეხბურთელობა უნდა?
- ყველაფერს თავისი დრო აქვს.საჭიროა მოთმენა, რამეთუ სულწასულობა შედეგს ვერ მოიტანს.ამასთაავე თავდაუზოგავი შრომაა აუცილებელი.

ინფორმაციის წყარო: as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)