მოურინიოს მორიგი მიღწევა

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მომდევნო შეხვედრა ჟოზე მოურინიოსთვის საიუბილეო იქნება...


როგორც იცით, 21 ნოემბერს, მანჩესტერში, "ეტიჰადზე" მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მეხუთე წრის მატჩში ადგილობრივ "სიტის" დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა საიუბილეო იქნება ჟოზე მოურინიოსთვის. პორტუგალიელ სპეციალისტს აქამდე 99 მატჩი აქვს გამართული ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. შესაბამისად, "სიტისთან" შეხვედრა მისთვის საიუბილეო იქნება. გარდა ამისა საინტერესო ის გახლავთ, რომ ჟოზე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი ექნება ჩატარებული.

მოგეხსენებათ, მოურინიო 49 წლის გახლავთ. აქვე გამცნობებთ იმასაც, რომ 100 მატჩს თავი ანჩელოტიმ 51 წლის ასაკში მოუყარა, ჰიტცფელდმა და ვენგერმა 58, ხოლო ფერგიუსონმა 62. ალბათ იმის შეხსენება არ დაგჭირდებათ, რომ ჟოზეს ჩემპიონთა ლიგაში მოღვაწეობა "პორტოს" რიგებში დაიწყო, 2001-02 წლების სეზონში. სულ პორტუგალიური გრანდის თავკაცობისას აღნიშნულ ტურნირზე მან 17 მატჩი ჩაატარა, აქედან 8 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 4-ში დამარცხდა. რაც შეეხება ინგლისურ კარიერას, "ჩელსიში" მან 33 შეხვედრა გამართა, აქედან 16-ში იმარჯვა, 8-ში დამარცხდა და 9-ში მეტოქეს დაუზავდა. "ინტერში" ასპარეზობისას ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი 21-ჯერ ათამაშა, 10-ჯერ მოიგო, 6-ჯერ ფრედ დაასრულა, ხოლო 5-ჯერ დამარცხდა. "რეალში" კი 28 მატჩში მისი ბალანსია 20 გამარჯვება, 5 ფრე და 3 წაგება.


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)