იკერის 466-ე, ჟოზეს 31-ე, კრიშტიანუს 123-ე და ანხელიტოს 50-ე

"ონოესტადიზე" მოგებული დაპირისპირება, რამდენიმე მადრიდისტასთვის მნიშვნელოვანი გამოდგა.იკერ კასილიასმა, ჟოზე მოურინიომ და კრიშტიანუ რონალდუ, მორიგი დაპირისპირების გამართვით, სხვადასხვა სტატისტიკა გაიუმჯობესეს.


"ელ კაპიტანოს" 466-ე
მადრიდის "რეალის" კარის დარაჯმა, პრიმერა დივიზიონში 466-ე პაექრობა ჩაატარა.ის, ამ მაჩვენებლით "ატლეტიკის" გოლკიპერ ირიბარს გაუტოლდა და ახლა მხოლოდ 3 მეკარეა ისეთი, რომელთაც ლა ლიგის ისტორიაში კასოზე მეტ შეხვედრაში აქვთ მონაწილეობა მიღებული - ხოსე რამოს ესნაოლა (469), ფრანცისკო ბუიო (542) & ანდონი სუბისარეტა (622).

ამასთანავე, 466 დაპირისპირებით, იკერი მეორე "რეალის" ისტორიაში და მე-12 პრიმერაში.

მოურინიოს 31-ე
კუნძულელების დამარცხებით, პორტუგალიელი დამრიგებლის აქტივში, სტუმრად მოგებული 31-ე შეხვედრა ჩაიწერა.სამეფო კლუბის ისტორიაში, ანალოგიური და უკეთესი შედეგი, მხოლოდ 3 მწვრთნელს აქვთ, თუმცა საშუალოდ მაჩვენებლით მოუს შედეგიანობა უბადლოა.

გასვლაზე ქულების მოგროვებით, "ბლანკოსის" შემდეგი მწვრთნელები გამოირჩეოდნენ: მიგელ მუნიოსი - 213 თამაში 90 გამარჯვება, ვისენტე დელ ბოსკე - 77/32, ლეო ბეენჰაკერი 79/31, ხოლო რაც შეეხება მოურინიოს, მისი ფორმაციის "რეალმა," სტუმრად გამართული 43 ორთაბრძოლიდან 31 მოიგო.

რონალდუ შვიდეულში შევიდა
კრიშტიანუ რონალდუმ "მალიორკასთან" თამაშში დუბლი მიითვალა.საერთო ჯამში, ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, გოლეადორმა 123 გოლს მოუყარა თავი, რაც სამეფო კლუბის ისტორიაში ლა ლიგის ყველადროის საუკეთესო მეგოლეებს შორის, მე-7 ადგილს უდრის.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუ ზედიზედ 8 შეხვედრაში ახერხებს თავის გამოჩენას."რეალის" მაისურით, მისი საუკეთესო შედეგი შარშან დაფიქსირდა, როდესაც პორტუგალიელმა ზედიზედ შვიდჯერ გოლის გარეშე არ დატოვა მწვანე მინდორი.

დი მარიას 50-ე
არგენტინელმა შემტევმა, "რეალის" მაისურით, ორმოცდამეათე პაექრობა მოიგო პრიმერა დივიზიონში.მადრიდში დებიუტის დღიდან, ანხელმა 66-ჯერ ითამაშა ლა ლიგაზე, აქედან 52 შემთხვევაში საწყისი წუთებიდან იყო საქმეში.მის ანგარიშზე 12 გოლია. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)