მოუ: "მალიორკასთან" მატჩი რთული იქნება"

ჟოზე მოურინიომ მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა... მან ჟურნალისტების კითხვებს Ciudad Real madrid-ის საპრესკონფერენციო დარბაზში უპასუხა.


"ეს იქნება რთული მატჩი. "მალიორკა" არის კარგი გუნდი და მათ ყავთ დიდი მწვრთნელი, მათ ჩვენ შესანიშნავ კუნძულზე უნდა ვეწვიოთ. უნდა ვეცადოთ, რომ სახლში სამი ქულით დავბრუნდეთ, მაგრამ ცხადია, რომ ეს რთული მატჩი იქნება. მე მადრიდის "რეალში" დებიუტი სწორედ "მალიორკასთან" შეხვედრაში მქონდა. მაშინ ურთულესი თამაშის გამართვა მოგვიწია."

მოურინიომ კომენტარი რამოსზე გააკეთა, რომელიც უვარჯიშებლობის გამო მაინც მიემგზავრება "მალიორკაში".

"მას შეუძლია ითამაშოს. არსებობს ტრავმის საშიშროება, თუმცა მას კუნთი არ აწუხებს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად გუნდზე ფიქრობს, მან ყოველთვის იცის კლუბის პრობლემების შესახებ და მაქსიმალურად ცდილობს დახმარება გაუწიოს მას."

კარვალიოს შესახებ მოურინიომ შემდეგნაირი განცხადება გააკეთა. "ჩვენ გვყავს ბევრი ცენტრალური მცველი და ყველა ძალიან კარგია. ჩვენ გვყავს 19 წლის ცენტრალური მცველი, ის პირველ გუნდში თამაშობს, თუმცა არიან "კასტილიაში" ისეთი მოთამაშეები, რომლებიც 24-25 წლისანი არიან, მაგრამ პირველ გუნდში სისტემატიურად არ თამაშობენ. რამოსი და პეპე ძალიან კარგები არიან. ალბიოლი ასევე ოპტიმალური მოთამაშეა. კარვალიო კარგად მუშაობს, ის პროფესიონალია. მან ერთ დღეს შეიძლება ითამაშოს."

ჟოზემ ასევე იგუაინზე, ბენზემაზე და მოდრიჩზე ისაუბრა. ჯერ მან თავდამსხმელებით დაიწყო. "ისინი ორივენი კარგი მოთამაშეები არიან. ის, რომ ჯერ ფორმაში არ არიან, ჯერ სეზონი ასე თუ ისე ახალი დაყებულია და მათ ყველაფრისთვის აქვთ დრო. ხორვატზე მოუმ თქვა. "მოდრიჩი დღითიდღე პროგრესს განიცდის. ბედნიერი ვარ მისი ამ განვითარებით. მას შეუძლია ნახევარდაცვის სამ სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშოს, ლუკა უნივერსალი ფეხბურთელია. მას უფრო და უფრო ვენდობი. დღითიდღე ის უკეთესი და უკეთესი ხდება."

ნაჩოს შესახებ ჟოზემ განაცხადა: "მისი უთამაშებლობის პრობლემაა ისაა, რომ "კასტილიაში" ცენტრალურ მცველად თამაშობს, პირველ გუნდში კი ფლანგის მცველები გვესაჭიროება ხოლმე. ეს პორბლემები ამათუიმ მოთამაშეს არ უნდა აწუხებდეს."

პორტუგალიელმა "დორტმუნდთან" წაგებულ მატჩზე ისაუბრა. "მე წაგება არ მაწუხებს. შარშან ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრა მოვიგეთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის თასი მაინც ვერ ავღმართეთ."

ესიენის საკითხზე მოუმ ირონიულად გასცა ჟურნალისტებს პასუხი: "ხვალ შეიძლება მის პოზიციაზე იგუაინმა ითამაშოს. იგი სწრაფი, ძლიერია. მას შეუძლია მარცხენა ფეხით მეკარის შეწუხება."

საბოლოოდ მოურინიოს არ სურს, თქვას თუ მოიგებს თუ არა იკერი ოქროს ბურთს. "ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემთან. ეს არ არის მნიშვნელოვანი."

ინფორმაციის წყარო: www.realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)