სამის 2 კვირა მოუწევს უქმობა

დორტმუნდის "ბორუსიასთან" დაპირისპირების მე-19 წუთზე, სამი ხედირამ შეცვლა მოითხოვა.


გერმანელი საყრდენი ეს-ესაა გამოვიდა ლაზარეთიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ დაბრუნება უწევს."ას"-ის ინფორმაციით, ხედირას მარცხენა თეძოს კუნთზე აღენიშნებოდა ტკივილები.დიდი ალბათობით, ალონსოს მეწყვილე, 2 კვირის განმავლობაში იქნება თამაშგარეშე.კონკრეტულად რომ ვთქვათ, სამის 3 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს ("მალიორკასთან," "ალკოიანოსთან" და "სარაგოსასთან").მოურინიო იმედოვნებს, რომ დორტმუნდელებთან განმეორებით მატჩში შეძლებს ხედირაზე გათვლას.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ხედირას გარეშე, "რეალი" სხვა სტილით ასპარეზობს.მისი არყოფნის დროს, ჩაბი ალონსოს ფუნქციები ეცვლება.ბასკი ნახევარმცველს უფრო ხშირად უწევს დაცვაში ჩასვლა.სამი კი, დღევანდელ "ბლანკოსში," შავი სამუშაოს საუკეთესო შემსრულებლად გვევლინება."ექვსიანი" საიმედოდ იცავს თავს და ამასთანავე მეტოქეებს ხშირად სთავაზობს სიურპრიზებს, რაც გოლის გატანაში ან იერიშების წამოწყებაში აისახება.

ვფიქრობ, ხედირაზე ყველას გვახსენდება, შარშან "ნოუ კამპზე" გატანილი გოლი და სუპერ თასის მეორე დაპირისპირება, როდესაც სამიმ "კულეთა" 5 ფეხბურთელი მოატყუა, თუმცა სამწუხაროდ, კარში ზუსტად ვერ დაარტყა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)