კაკას ძირითადში ელოდებიან

მოგეხსენებათ, რიკარდო კაკა ბრწყინვალე ფორმაშია და ამას წინა მატჩები მოწმობს, რომელიც მან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა, იგივე შეგვიძლია ვთქვან სამეფო კლუბის თამაშებზე, მიუხედავად იმისა, რომ რიკის დიდი დრო არ მისცემია, მან ყველას დაანახა, რომ დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო...


ბრაზილიელი შემტევი შანსს ელის, რომელიც მას ჟოზე მოურინიომ უნდა მისცეს. კაკას პროგრესი აშკარაა, ეს კი მოუმ მხედველობის არეალში უნდა მოაქციოს.

ესპანელი ჟურნალისტების გამოთქმული ვარაუდით რიკარდო სელტასთან მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს და სწორედ იქ გამოჩნდება, თუ რამდენად უკეთეს ფორმაშია მადრიდელი "8"-იანი.

ფაქტია, რომ რიკის სათამაშო პრაქტიკა აკლია, რადგან მან სრულიად დაკარგა მთავარი მწვრთნელი ნდობა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა მან შესაძლებლობების 100% ვერ გამოავლინოს, მაგრამ იგი ყველანაირად ეცდება თავის საუკეთესოდ წარმოჩენას.

კაკას ძირითადში მოხვედრის შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს მესუთ ოზილი, რომელიც ცოტა არ იყოს გადაღლილია, რადგან თითქმის ყველა მატჩში 90 წუთის მანძილზე უწევს მოედანზე ყოფნა, ერთი მატჩის გამოტოვება მისთვის შვების მომგვრელიც კი შეიძლება იყოს. dle 10.1

  • Hala
  • 20 ოქტომბერი 2012
  • 1863
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)