მოუ: "მომწონს "სელტას" თამაში"

მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, "სელტასთან" შეხვედრამდე, პრესკონფერენცია გამართა.


"აუცილებლად უნდა დავამარცხოთ მეტოქე, რამეთუ ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს.დაპირისპირება ადვილი ნამდვილად არ იქნება."სელტა," რომელიც კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს.მათ ჰყავთ შესანიშნავია მწვრთნელი, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი.ვიგოელები მხოლოდ გამარჯვებისთვის ასპარეზობენ.აღსანიშნავია, რომ გალისიელების განკარგულებაში 2 კვირიანი მოსამზადებელი პერიოდი იყო.მათგან მხოლოდ პარკი გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში."

"ჩემი ფეხბურთელები ოთხშაბათს დაბრუნდნენ.მატჩამდე გამართული ვარჯიშები, ძალ-ძონის აღდგენას ემსახურებოდა.იმედია, ფეხბურთელები მოახერხებენ გამარჯვების მოპოვებას.ჩვენ გვჭირდება მოგება."

"ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისათვის გზებს ვეძებთ, მაგრამ რთულია მიიღო ასეთი სიტუაცია.საერთაშორისო თამაშებამდე, მოთამაშეები საუკეთესო კონდიციებში იყვნენ.შემდეგ დავიწყეთ მათი დაკარგვა და სიმართლე გითხრათ, ამაში სიურპრიზს ვერ ვხედავ.მომავალი თამაშის შემდეგაც თუ გვექნება ტრავმები, ამით არ გავოცდები.მარსელოს დამტვრევას, ისტორია არ აქვს.ის შესაძლებელია მომხდარიყო, როგორც აქ, ასევე იქ, მაგრამ კუნთის ტრავმებს აქვთ ისტორია.მიუხედავად ყველაფრისა, ვეცდებით სათანადოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.ისინი ტრავმირებულნი არიან, ამას ვერ გავექცევით."

"როდესაც სანაკრებო ბატალიები დასრულდა, უკვე გარკვეული მონახაზი მქონდა, ვინ მიიღებდა მონაწილეობას მომავალ დაპირისპირებაში.ეს გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე.ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი.მოთამაშე, რომელსაც დიდი გამოცდილება არ აქვს ფრთაზე, მოუწევს ადაპტირება.საჭირო არარის სიტუაციის დრამატიზირება.ისინი დაშავებულნი არიან და აღარ ღირს ბევრი საუბარი.მათი შეცვლა შეუძლია ნაჩოს ან სხვა რომელიმეს."

"არაფერი ვიცი პეპეს ვიდეოს შესახებ.მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როდესაც პორტუგალიელი "რეალთან" კონტრაქტს არ აფორმებდა და პრობლემების მოგვარებამდე რამდენიმე თვე წაიღო, ამ დროის განმავლობაში ევროპული ფეხბურთის 2 გრანდი, ზეწოლას ახდენდა მასზე და მის აგენტზე.მათ არ უნდოდათ, რომ მცველს გაეხანგრძლივებინა ხელშეკრულება "ბლანკოსთამ."არვიცი, თუ რომელიმე ამ კლუბმა შექმნა რაიმე ვიდეო."

"იგუაინმა კარგად იცის, რომ მიუხედავად თავისი მოვალეობისა - გოლის გატანისა, ჩემთვის არის გარკვეული ასპექტები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.ნამდვილად რთულია ფეხბურთელისთვის, სათადარიგოდან შემოვიდეს მოედანზე და ჩაერთოს თამაშის დინამიკაში.ყველამ უნდა იფიქროს, როგორც შეტევაზე, ასევე თავდაცვაზე.ის გამოვიყვანე "ნოუ კამპზე," რათა სტიმული მიმეცა მისთვის.მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ როდესაც ის არ იღებს მონაწილეობას მატჩში, გოლები მაინც მოდის.მომწონს ჩემი ორივე ფორვარდი."

"ვგონებ, დროა შეწყდეს საუბრები "ოქროს ბურთზე."ჩემი პოზიცია რამდენჯერმე დავაფიქსირე და არაფრის თქმას აღარ ვაპირებ.მე მაქვს მხოლოდ აზრის გამოთქმის უფლება და არა ხმის მიცემის.ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გამოავლინონ გამარჯვებულად, 1000%-ით მივიღებ მას და პატივს ვცემ."

"ბარსელონასა და რეალის შედარება არ შეიძლება.საქმე გვაქვს ორ განსხვავებულ კლუბთან.მათ შორის ძალიან ცოტა რამ არის შესადარებელი.უმჯობესია, ერთმანეთს "რეალი"-"ბორუსია" ან "ბარსელონა-არსენალი" შევადაროთ, რამეთუ საერთო უფრო მეტი არის მათ შორის."

"სიმეონე და პეკერმანი არიან ის ხალხი, რომელთაც შეუძლიათ ფალკაოზე საუბარი.ყველა კარგად ახასიათებს რადამელს, როგორც ფეხბურთელს და როგორც პიროვნებას.მომწონს, როდესაც ფეხბურთში კარგი ადამიანები არიან.მეტი არაფრის თქმა მსურს მასზე."

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)