მოურინიო France Football-თან

გთავაზობთ, ჟოზე მოურიოს ინტერვიუს, რომელიც მან France Football-ს მისცა.პორტუგალიელმა დამრიგებელმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.


უარი მადრიდს: "დიდებული ისტორიიდან გამომდინარე, "რეალი" განსაკუთრებული კლუბია, როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე მწვრთნელისთვის.სამეფო კლუბის 2 შემოთავაზება უარით გავისტუმრე, თუმცა როდესაც მესამე მოვიდა, მივხდი რომ ბოლო შანსი იყო.ვფიქრობ, დაგემილზე 1-ით ნაკლები ლა ლიგა მოვიგეთ, თუმცა კარგი შედეგი გვაქვს."

ბარსელონა: "ჩემი აზრით, დადგა დრო, როდესაც ნაკლები უნდა ვისაუბროთ ბარსელონაზე.რა სავალდებულოა მათზე საუბარი, როდესაც ესპანეთი "რეალმა" მოიგო, ხოლო ევროპა "ჩელსიმ."როგორც ხედავთ, არცერთ შემთხვევაში არ ფიგურირებს კატალონიური კლუბი."

სტილი: "მიყვარს "რეალის" თამაშები და ვფიქრობ, რომ არავინაა ისეთი, რომელიც დამარწმუნებს სხვა მიმზდველი სტილის არსებობაში."

კოენტრაუ: "სამხრეთ აფრიკის მუნდიალიდან ფაბიუ დაბრუნდა, როგორც საუკეთესო გარემარბი.ანალოგიურად მოხდა კონტინენტის პირველობის შემთხვევაშიც, თუმცა რეალში სულ სხვა კოენტრაუს ვხედავთ.ვიცი, რომ კლუბში რთულად ვითარდება მოვლენები."

ტრანსფერები და ვალდანო: "ანალიზის გაკეთების შემთხვევაში, სამართლიანები ვიქნებით.პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი დამეთანხმებიან იმაში, რასაც ვიტყვი.არავინ იცნობდა ხედირას.ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა მასთან (ხორხე ვალდანოზეა საუბარი), არ იცოდა, თუ ვინ იყო ეს ფეხბურთელი.მათ იცოდნენ იოზილის შესახებ, მაგრამ არ იყვნენ დარწმუნებულნი.სამის შემთხვევაში, არ იცოდნენ, რომ ფეხბურთელს ბოლო წელი ჰქონდა კლუბში და მისი ყიდვა იაფად შეიძლებოდა.ასევე, არ იცოდნენ, რომ იოზილი პრობლემებს გადაეყარა ვერდერში...საბოლოოდ, 15 მილიონად მოვიყვანეთ აქ. ალტინტოპო? სპორტული თვალსაზრისით წარუმატებელი, მაგრამ ფინანსურით წარმატებული.ჩვენ შევიძინეთ ის უფასოდ და აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი არ იყო.ბუნებრივია, სამედიცინო ტესტის ჩატარება ჩემს კომპეტენციაში არ შედის.თურქის გაყიდვით დამატებითი შემოსამავლი მოიპოვა კლუბმა.მენეჯმენტი მხოლოდ სპორტზე არ უნდა იყოს დამყარებული, ფინანსური დეტალებიც გასათვალისწინებელია."

შაჰინი: ""რეალის" ფეხბურთელი, რომელიც იჯარით იმყოფება "ლივერპულში."ინგლისელებმა სრული ფინანსური ვალდებულება აირეს მასზე.ნური ახალგაზრდაა და პრემიერ ლიგა ბევრ რამეში წაადგება.მისი ყიდვით შეცდომა არ დაგვიშვია.იმ შემთხვევაში თუ გაყიდვა მოგვინდა, საკმაოდ სოლიდურ ფასს დავადებთ."

ცუდი ურთიერთობა ზიდანთან: "ვერ გეტყვით ეს ისტორიები საიდან მოვიდა.ზიზუმ გადაწყვიტა მწვრთნელობა და ჩვენ ხელს შევუწყობთ ამაში."

პსჟ: "ლისაბონი, მადრიდი, მილანი, ლონდონი - დიდ ქალაქებს დიდი საფეხბურთო კლუბები ჰყავთ.აღნიშნულ ჩამონათვალში ჯერჯერობით არ შედის პარიზი.ამ ეტაპისთვის ისინი კარგები არიან, მაგრამ არა დიდებულები.თუ შემეკითხებით, რომ ლეონარდო და ანჩელოტი იმსახურებენ თუ არა ევროპის თასის მოგებას, გიპასუხებთ რომ არა."

მომავალი: "ბოლოს მკითხეს პსჟ-ს შესახებ და ვუპასუხე, რომ მათ სათავეში დგას დიდი მწვრთნელი და ჩემ გადაბირებას არ საჭიროებენ, წერტილი.მე მომწონს მადრიდი.ეს სიმართლეა!"

ინფორმაციის წყარო: as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)