რელანო : "კაკას პროგრესი აშკარაა"

ესპანელმა ესქპერტმა, ალფრედო რელანომ, რიკარდო კაკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის პროგრესი თვალნათლივია და ეს ჟოზე მოურინიოს არ უნდა გამოეპაროს...


"დიდი ხანია კაკას თამაშს ვაკვირდები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბრაზილიელი ამჟამად საუკეთესო კონდიციაშია, დიდი ხანია რიკი ასეთ დონეზე არ მინახავს, მან თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგად აშკარად მოუმატა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბრაზილიელს სისწრაფე ჰქონდა დაკარგული, რომელიც მან ნამდვილად აღიდგინა, კაკა ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს და ბურთთან ერთად ჩქარა მოძრაობს."

"ვფიქრობ, ჟოზე მოურინიომ ბრაზილიელ შეგირდს მუშაობა უნდა დაუფასოს და შემადგენლობაში 50-65%-ით უფრო დიდ ხანს უნდა მიუჩინოს ადგილი, პრაქტიკულად რიკი არ თამაშობს, რაც ნამდვილად ცუდია, ეს ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თუნდაც იმის 70% გააკეთოს მოედანზე, რასაც ადრე აკეთებდა."

"ვგონებ, რიკის დრო არ წასულა, მისი გენიალური თამაშის სტილის გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ ის სათადარიგოთა სკამიდან ვერაფერს იზამს, აუცილებელია მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, რომელსაც "8"-იანი ნამდვილად მოკლებულია."

"ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება რიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რამაც მას დამატებითი სტიმული მისცა, "ყვითლებთან" ერთად მან ბრწყინვალე დაპირისპირებები გამართა, კაკა ნამდვილი ლიდერი იყო." dle 10.1

  • Hala
  • 18 ოქტომბერი 2012
  • 1967
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)