კასტილიელების სანაკრებო მონაგარი

როგორც იცით, მსოფლიოს 2014 წლის მუნდიალი საკვალიფიკაციო ეტაპის პარალელურად, ევროპის 2013 წლის 21 წლამდელთა პირველობის საკვლაიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის შეხვედრები მიმდენარეობდა.


სანაკრებო ბატალიების წინ, "რეალ მადრიდ კასტილიიდან" 4 ფეხბურთელს უხმეს ახალგაზრდულ ნაკრებებში."ფური როხას" 21 წლამდელებში, ნაჩო და მორატა გამოიძახეს, საფრანგეთის u21-ში რაფაელ ვარანი, ხოლო რუსეთის u21-ში, დენის ჩერიშევი.

დავიწყოთ "წითლებით," რომელთაც ისრაელში გასამართ კონტინენტის პირველობის საგზურის მოსაპოვებლად, დანიის დამარცხება მართებდათ.ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, პირველივე დაპირისპირებაში გაარკვიეს გამსვლელის ვინაობა (5-0).რაც შეეხება მეორე მატჩს, "ფურია როხამ" სტუმრად 1-3 დაჯაბნა დანიელი თანატოლები.აღსანიშნავია, რომ ალვაროსა და ფერნანდესს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

დიდი იმედგაცრუება შემოგვთავაზეს ახალგაზრდა მამლებმა.ფლეი-ოფში მათი მეტოქე ნორვეგია გახდათ.პირველი ორთაბრძოლაში, "სამფეროვნებმა" ვარანის გოლის წყალობით 1-0 იმარჯვეს, ხოლო განმეორებით დუელში კი, ყველასაგან მოულოდნელად 3-5 დამარცხნენ.მადრიდისტამ სრულად ითამაშა, თუმცა ამჯერად ვერაფრით დაეხმარა თანაგუნდელებს.ასეა თუ ისე, მომავალი ევროპის ჩემპიონატი მათ გარეშე ჩაივლის.

და ბოლოს, ტურნირის საგზური მოიპოვეს რუსმა ახალგაზრდებმაც.მათ სტუმრად 2 უპასუხე გოლი გაუტანეს ჩეხებს, ხოლო სახლში 2-2-ს დაჯერდნენ.ჩერიშევი 90 წუთის განმავლობაში საქმეში იყო, თუმცა თავი არ გამოუჩენია. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)