ტრანსფერი "გადაჯდომით"

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ რადამელ ფალკაოს "გათეთრებაზე," თუმცა იმასაც ამბობენ, რომ "ატლეტიკო" მაქსიმალურად შეეცდება გოლეადორის გუნდიდან წასვლას ხელი შეუშალოს.


მიუხედავად იმისა, რომ "წითელ-თეთრებსა" და "თეთრებს" შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა სუფევს, ისტორიის განმავლობაში ყოფილი პრეცედენტი, როდესაც რომელიმე გუნდის ფეხბურთელმა გადაწყვიტა კლუბის დატოვება, მაგრამ არა ქალაქის.ვფიქრობ, უგო სანჩესის მაგალითი იდეალურია, კოლუმბიელი ფალკაოს შემთხვევას რომ მოვარგოთ.

27 წლის წინ (1985), "რეალის" პრეზიდენტის სავარძელი რამონ მენდოსამ ჩაიბარა, რომლის მიზანი გახლდათ, სატრანსფერო ფანჯარაზე თანაქალაქური კლუბიდან კაშკაშა ვარსკვლავის, უგო სანჩესის გადმობირება.სამეფო კლუბმა მექსიკელისთვის 150 მლნ. პესო და ორი ფეხბურთელი (ხუანა ლოსანო & ხოსე ოჩოტერონუ) გაამზადა.ბუნებრივია, "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა თავიდანვე უარზე იყო, თუმცა ისინი უკიდურესობის წინაშე აღმოჩნდნენ.1986 წ. სანჩესს "როხი ბლანკოსთან" კონტრაქტი ეწურებოდა, შესაბამისად ისინი შეთავაზებას თუ არ დათანხმდებოდნენ, ფეხბურთელი მომავალ სეზონში თავისუფალი აგენტი გახდებოდა და უფასოდ ერგებოდა "ბლანკოსს," რაც ფინანსური თვალსაზრისით ვისენტე კალდერონის კლუბისთვის კატასტროფა იქნებოდა.

თანაქალაქელების მოლაპარაკება ჩიხში შესვლასთან ახლოს იყო, თუმცა სარბიელზე გამოჩნდა "ბარსელონა," რომელმაც უგოს 5 წლიანი ხელშეკრულება და წელიწადში 50 მლნ. პესო შეთავაზა.რა თქმა უნდა, კატალონიელთა განზრახვას, მადრიდისტებმა მოქმედებით უპასუხეს.1986 წლის 10 მაისს, მადრიდი ერთ-ერთ რესტორანში, მენდოსა, კალდერონი და სანჩესი მაგიდას მიუსხდნენ.3 საათიანი დისკუსიის შემდეგ სახმრეთ ამერიკელმა განაცხადა, რომ "რეალში" სურდა კარიერის გაგრძელება.

საბოლოოდ, "ატლეტიკომ" 1985 წლის 4 ივნისს, 200 მლნ. პესოთ გაყიდა ფეხბურთელი მექსიკურ "უნამიში," საიდანაც უკვე "რეალმა" იყიდა ის 250 მილიონად.მის პრეზენტაციას 50 ათასი მადრიდისტა ესწრებოდა "სანტიაგო ბერნაბეუზე."

ერთი სიტყვით, ამას ეწოდება ტრანსფერი გადაჯდომით.

ინფორმაციის წყარო: realmadrid.ru, as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)