იოზილი: "ბერნაბეუზე" "ბარსა" უნდა დავამარცხოთ"

მიუხედავად რვა ქულიანი უპირატესობისა, "რეალის" ათიანი მესუთ იოზილი ამტკიცებს, რომ ჯერ სეზონის დასაწყისია და დაკარგული არაფერია.


"ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ჯერ კიდევ ბევრი მატჩია გასამართი, ასევე კატალონიელები "ბერნაბეუზეც" უნდა მოვიდნენ. მათ აქვთ უპირატესობა, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი დროა დარჩენილი."

"რაც შეეხება ჩემპიონთაქ ლიგის 10 თასს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის მოსაპოვებლად, თუმცა მანამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი."

"ძირითადის ფეხბურთელის დასამტკიცებლად, ყველაფერს ვაკეთებ. მინდა, რომ მადრიდის წამყვანი ფიგურა გავხდე და ჟოზე მოურინიოსგან ნდობა მივიღო. მე ძალიან ბედნიერი ვარ."

უფრო მეტიც, იოზილი ამტკიცებს, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მას უკვე თავისი ადგილი უკავია. როგორც ჩანს იოჰამ ლიოვისგან მას უკვე დიდი ნდობა აქვს.

"როგორც მადრიდში, ისე გერმანიაში მხოლოდ შეტევაზე მაქვს აქცენტი გაკეთებული. შემიძლია მარცხნივ, ან მარჯვნივ თამაში. მოედანის ცენტრშიც არ გამოვიყურები ცუდად. მე ხალხის გაოცების უნარი მაქვს და ამის გამოყენებას ყოველთვის შევეცდები."

"მე ნამდვილად არ მინდა სულ ტყუილად ძირითადში ყოფნა. თუ იმის უნარი გაქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდე, ეს ყველაფერი მოედანზე უნდა დაამტკიცო."

ბევრი ამბობს, რომ მესუთი ზიდანს ძალიან ჰგავს. ამ თემაზე მან ორიოდე სიტყვა თქვა. "ვაღიარებ, რომ სამწუხაროდ ზიდანივით კარგი ჯერ ჯერობით არ ვარ. ყველაფერი წინ მაქვს და ამ თემაზე ძალიან არ ვნერვიულობ."

ბოლოს კი იოზილმა სერხიო რამოსზე ისაუბრა, რომელსაც ერთ-ერთ მატჩში საკუთარი მაისურის ქვეშ, სწორედ გერმანელის მაისური ეცვა.

"ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა. ამაზე ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, თუ ის გოლს გაიტანდა მე მომიძღვნიდა, რაც სამწუხაროდ არ გამოუვიდა."

http://www.football-espana.net/sites/default/files/imagecache/main_photo/[type]/[nid]/ozil-with-ball490ai.jpg dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)