მოუ ადანის შემცვლელს ეძებს

როგორც იცით, ანტონიო ადანი მადრიდის "რეალში" დარჩენას აღარ აპირებს...


ადანი უკანასკნელ ზაფხულში აპირებდა კლუბის გამოცვლას, თუმცა პირადად ჟოზე მოურინიოს თხოვნით დარჩა "ბლანკოსში". მომავალ ზაფხულს კი იგი აუცილებლად მოირგებს სხვა კლუბის მაისურს. მართალია ახალგაზრდული გუნდიდან პორტუგალიელ სპეციალისტს შეუძლია მეკარეების გადმოყვანა, თუმცა მათ იმედზე ყოფნაც სათუოა. შესაბამისად, ჟოზე უკვე ეძებს მეკარეს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იკერ კასილიასს ღირსეულად შეცვლის.

როგორც "მარკა" იუწყება, ჟოზე განსაკუთრებულ ინტერესს "სარაგოსას" კარის დარაჯის, რობერტო ხიმენესის მიმართ იჩენს. თავად ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა პრესაში საუბარი ამაზე მაინც არ წყდება. მეორე მეკარე, რომელიც პორტუგალიელი სპეციალისტის ინტერესთა სფეროში მოექცა, ახალგაზრდა ანდრეს ფერნანდესია, რომელიც "ოსასუნას" რიგებში ირიცხება. ახლა იმაზე დანამდვილებით საუბარი, თუ ვინ შეცვლის ადანს რთულია. სჯობს მომავალ ზაფხულს დაველოდოთ... dle 10.1

  • wishmaster
  • 12 ოქტომბერი 2012
  • 2023
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)