ალფრედო რელანიო:"მხოლოდ და მხოლოდ რაული"

ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა ალფრედო რელანიომ მადრიდის "რეალის" ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.


"დროა კრისტიანო რონალდო გამოჯანმრთელდეს, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ბენზემას სიზარმაცე გადაედო კაკას, სერხიო რამოსს და კასილასიც ამ ბოლო ხანებში არასტაბილურია. წლევანდელ სეზონში უკვე მერამდენედ გუნდის კაპიტანი რაულია მთავარი პერსონაჟი და გუნდის დირიჟორი. გონსალეს ბლანკოს გარეშე ამ გუნდს არ შეუძლია თამაში."

"მე ის მაფიქრებს, თუ რას ეძებს მწვრთნელი. კითხვა მიჩნდება, თუ რას ფიქრობენ გუნდში, რას განიხილავენ, რის შესახებ საუბრობენ. ვუყურებდი, თუ როგორ მირბოდა მხოლოდ რაული კუთხურის ალამთან. სხვას ყველას დაავიწყდა ბურთი. გუნდის გამო შემრცხვა. გავიდა გოლი, რადგან "ელ კაპიტანომ" ზუსტად გათვალა ყველაფერი, მაგრამ რაულს თანაგუნდელებმა დიდას საჩუქარი ჩააშხამეს. მეორე გოლი არ ჩაითვალა თამაშგარე მდგომარეობის გამო. ასევე მან განახორციელა ორი სახიფათო დარტყმა "მილანის" კარის მიმართულებით. დანარჩენები არაფერს აკეთებდნენ. როგორც ჩანს, გუნდი მანამდე რონალდოს ხარჯზე აღწევდა წარმატებას. მისი ძლიერი დარტყმები, დრიბლინგები და ცხრა სექტემბერში გატანილი გოლი. ბოლოს კი მან ტრავმა მიიღო და დარჩა მხოლოდ რაული..."

"მილანი" არის "დაბერებული" და ნელი. როცა მათ დაინახეს მეტოქის სისუსტე, შეტევაზე გადავიდნენ. კასილასმაც შეიტანა წვლილი მათ წარმატებაში, რადგან პირველი გოლის მომენტში დიდი შეცდომა დაუშვა. ის მაინც არ იყო ყველაზე ცუდად მოთამაშე ფეხბურთელი მოედანზე. მას მხარი აუბა კიდევ რვა ფეხბურთელმა. უკვე ოქტომბერი მთავრდება და პელეგრინი ისევ უმოძრაოდაა".


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 23 ოქტომბერი 2009
  • 2234
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)