რამოსი:"თუ რაიმე არ მომწონს რატომ უნდა გავჩუმდე?"

რამოსი:"თუ რაიმე არ მომწონს რატომ უნდა გავჩუმდე?"

სერხიო რამოსი As-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა.


ბოლო თამაში თქვენ მარჯვენა მცველად ითამაშეთ...

ჩემი დაბრუნება ძველ პოზიციაზე იძულებითი გახლდათ. თუ არჩევანის საშუალება მექნება, ყოველთვის ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვითამაშებ. მაგრამ მე მზად ვარ გუნდს სადაც დასჭირდება იქ ვითამაშო.

მოურინიომ ერთხელ თქვა:"სერხიო რამოსი საუკეთესო ცენტრალური მცველია, როცა იგი ოპტიმალურ ფორმაშია." რა იგულისხმა მწვრთნელმა?

აქ არ ვაპირებ მწვრთნელთან დებატები გავმართო. არ დავუშვებ, რომ კრიტიკამ ან ქებამ ჩემზე რაიმე გავლენა მოახდინოს. ახლაც იგივე შემართებით ვთამაშობ, რა შემართებითაც მოვედი გუნდში მრავალი წლის წინ და ის არ შეიცვლება.

ფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაში მარტო ერთი ადამიანია დამნაშავე?

რა თქმა უნდა არა! ვერავინ ვერავის ვერ დაადანაშაულებს. ფეხბურთელები არ არიან მანქანები ან რობოტები, ჩვენ გვაქვს როგორც კარგი ისე ცუდი პერიოდები.

გრძნობთ თუ არა გულშემატკივრების მხარდაჭერას?

მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. მადლიერი ვარ, რომ ისინი ყოველთვის გვერდით გვიდგანან.

აპირებთ თუ არა სიმშვიდე შეინარჩუნოთ?

მაქვს პრინციპები და იდეები, რომლებსაც ბოლომდე დავიცავ. თუ რაიმე არ მომწონს რატომ უნდა გავჩუმდე? არ ვარ ლუის არაგონესივით გამოცდილი, მას უყვარს ლაპარაკი. არავის არა აქვს უფლება და მიზეზი ეჭვი შეიტანოს კლუბის მიმართ ჩემს ერთგულებაში.

მომავალ კვირას ყველა მოუთმენლად ელის "ელ კლასიკოს" ...

ჩვენ უფსკრულის წინაშე ვდგავართ და აუცილებლად გვმართებს კატალონიელების დამარცხება. ეს თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

თქვენ ნახეთ რა მოხდა "სევილია" "ბარსელონას" მატჩში?

მე ვარ ფეხბურთის გულშემატკივარი, ყოველთვის ვადევნებ თვალს "ლა ლიგასა" და "პრემიერ ლიგის" მატჩებს. არაფერს ვიტყვი არბიტრზე რადგან ეს შეიძლება ხვალისთვის გაზეთების მთავარ თემად იქცეს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)