დრენტემ "ბერნაბეუს" გულშემატკივარი აღფრთოვანებაში მოიყვანა

ერთ–ერთი პოზიტიური მომენტი ოთხშაბათის შეხვედრაში "მილანის" წინააღმდეგ იყო როისტონ დრენტეს გამოჩენა მოედანზე. ის რაულთან ერთად საუკეთესო იყო.


გასულ სეზონში მადრიდის "რეალი" ეთამაშებოდა "დეპორტივოს" "სანტიაგო ბერნაბეუზე". როცა დრენტე შეცვალეს და ის მოედნიდან გადიოდა, გულშემატკივარმა ის სტვენითა და ლანძღვით აიკლო. ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამის გამო ძალიან დამწუხრებული იყო და ერთი პერიოდი არ ვარჯიშობდა კიდეც. ის გულშემატკივარს არ მოსწონდა და მის გაყიდვასაც მოითხოვდნენ. ასე იყო ოთხშაბათის მატჩამდე.

და "მილანთან" შეხვედრაში "რეალის" 15 ნომერი შემოვიდა მოედანზე. იმ დროისთვის იტალიელები იგებდნენ შეხვედრას და შეტევაში საჭირო იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც უფრო მწვავეს გახდიდა გუნდის შეტევას. "როსონერის" კარის მიმართულებით დაინიშნა კუთხური. ალამთან გუნდის კაპიტანი რაული მივიდა. "ელ კაპიტანოს" კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს როისტონი დაეუფლა და გამიზნულად დაარტყა დიდას კარისკენ. ჰოლანდიელმა შეძლო გოლის გატანა. აღფრთოვანებული დრენტე სათადარიგოთა სკამისკენ გაიქცა. ტრიბუნებზე მსხდომი ხალხის აზრი შეიცვალა ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი და მას ოვაციებით შეხვდნენ.

ასე, რომ დრენტემ პირველი ნაბიჯი გადადგა და გულშემატკივარს ისევ შეაყვარა თავი.

ფაქტი: დრენტეს პირველი გოლი ევროტურნირებზე

"მილანის" წინააღმდეგ გატანილი გოლით დრენტემ ევროთასებზე პირველად გამოიჩინა თავი. ის სამი სეზონია "რეალის" ღირსებას იცავს, მაგრამ ვერცერთხელ შეძლო გაეტანა. როისტონი "ფეინოორდშიც" გამოდიოდა უეფას თასზე, მაგრამ ვერც იქ შეძლო გოლის გატანა.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 23 ოქტომბერი 2009
  • 2099
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)