კარანკა: "უფრო და უფრო ვუმატებთ"

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს ნაცვლად აიტორ კარანკა წარსდგა...


"მნიშვნელოვანი ქულები ჩავიწერეთ აქტივში, ახლა ისღა დაგვრჩენია სხვა შეხვედრებზე გადავერთოთ და მორიგი გამარჯვებები მოვიპოვოთ. დროებით "ლა ლიგას" მოვწყდებით და მთლიანად "აიაქსთან" მატჩზე ვფოკუსირდებით. როგორც ხედავთ, ჩვენ თანდათან ვუმატებთ და თამაშის ხარისხს მკვეთრად ვაუმჯობესებთ."

"როგორც ზემოთ ვახსენე, ჯერმხოლოდ "აიაქსთან" მატჩზე ვფიქრობთ. ამ შეხვედრის შემდგომ კი "ბარსელონასთან" დაპირისპირებაზე გადავერთვებით. ცხადია მომავალ ორ მატჩში მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს. მთავარია, ჩვენს ძალებში ვირწმუნოთ."

"შემადგენლობაში გარკვეული როტაციაა, თუმცა ეს არ არის რაიმე შიდა არეულობისგან გამოწვეული, პირიქით ეს ტაქტიკური ხასიათის მქონე ცვლილებებია. ოზილიც და მოდრიჩიც ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. ჯერ-ჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რომელი იმსახურებს ძირითადში ადგილს, თუმცა როგორც იხილეთ, მათი ერთად მოედანზე გამოსვლაც მოხერხდა და ცუდი შედეგი ნამდვილად არ გამოუღია."

"კაკამ, რომ თამაში გააუმჯობესა, ეს ყველასთვის ნათელია. მინდა ვთქვა, რომ თუკი იგი ჩვენთან დარჩება, მას აუცილებლად ექნება შანსი გამოავლიონს თავისი შესაძებლობები. როდესაც ფეხბურთელი თავდადებით მუშაობს, ძნელია არ დააფასო მისი ნამუშევარი. ჩვენც სწორედ ეს გვინდა, რომ ყველა 100%-ით დაიხარჯოს. შეიძლება ეს რთულად მიღწევადია, თუმცა მათთვისვე არის უკეთესი."

"სერხიო რამოსი პეპესთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო დუეტს ქმნის დაცვის ცენტრში, თუმცა მწვრთნელის პირადი გადაწყვეტილების გამო მან ძველი პოზიცია დაიკავა. ესიენს მცირე ტრავმა აღენიშნებოდა და სწორედ მაგიტომ არ გამოსულა მოედანზე. რაც შეეხება დი მარიას ფიზიკურ მდგომარეობას, საშიში არაფერია, უბრალოდ ანხელი გადაიღალა."
dle 10.1

  • wishmaster
  • 30 სექტემბერი 2012
  • 2225
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (196)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)