"მანჩესტერი" და "არსენალი" ალბიოლისთვის ბრძოლას განაგრძობენ

დიდია იმის ალბათობა, რომ რაულ ალბიოლმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი გამოიცვალოს...


მართალია, რაულ ალბიოლს კონტრაქტი გაუზანგრძლივეს, თუმცა მისი როლი სამეფო კლუბში ძველებურია - რაულს თამაში საერთოდ არ უწევს. ამიტომ ჟურნალისტები უკვე ღიად ალაპარაკდნენ მის კლუბის გამოცვლაზე. პირველ კანდიდატებად "მანჩეტსერი" და "არსენალი" სახელდება. პირველ რიგში ალექს ფერგიუსონი უნდა ინტერესდებოდეს მისით, რამეთუ შოტლანდიელ სპეციალისტს, დაცვის ხაზში პრობლემები აქვს. ვიდიჩსა და ჯონსს ტრავმები აღენიშნებათ და სავარაუდოდ დიდი ხანი მოუწევთ უქმობა, რიო ფერდინანდი კი ძალზედ არასტაბილურად გამოიყურება. ფერგიუსონს ალბიოლის გადაბირება ზაფხულშიც სურდა, თუმცა მის ინტერესს მყისვე კონტრაქტის გახანგრძლივება მოჰყვა და შესაბამისად ეს ტრანსფერი სურვილადვე დარჩა.

რაულის მიმართ ინტერესს არსენ ვენგერიც იჩენდა, თუმცა როგორც ხედავთ, ფერგიუსონის დარად, მასაც კოვზი ნაცარში ჩაეყარა. ახლა კი, როცა ალბიოლი კვლავ უთამაშებლადაა, ორივე ინგლისური გრანდის მესვეურები დაფაცურდნენ მის გადმოსაბირებლად. ინგლისური პრესაში თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ესპანელი მცველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთს მიაშურებს. dle 10.1

  • wishmaster
  • 27 სექტემბერი 2012
  • 1545
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)