ლევანდოვსკი - მოურინიოს ახალი სამიზნე?

ევროპულ პრესაში დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, თითქოსდა ჟოზე მოურინიო დორტმუნდის "ბორუსიის" ფორვარდით, ლევანდოვსკით დაინტერესდა...


ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ პოლონელი თავდამსხმელი ძალზედ ნიჭიერი და პროგრესირებადი ფეხბურთელია. ცხადია, მისი კარგი თამაში ევროპის წამყვან კლუბებს არ გამორჩენიათ. უკანასკნელ სატრანსფერო ფანჯარაზე ძნელად წარმოსადგენი იყო, თუ გერმანული კლუბი ლევანდოვსკის შენარჩუნება, თუმცა კლუბმა და შესაბამისად ფეხბურთელმაც ყველა მსურველი უარით გაისტუმრა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ლევანდოვსკის შეძენას ბევრი კლუბი ლამობდა. ოფიციალურად არ იყო დადასტურებული, თუმცა კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რობერტის მიმართ "რეალიც" იჩენდა ინტერესს. ახლა კი ევროპული პრესის ფურცლები მოურინიოს ინტერესმა ლევანდოვსკის მიმართ მოიცვა. ცხადია, ოფიციალური არც ეს ინფორმაცია გახლავთ.

მადრიდის "რეალი" თავდამსხმელის ძიებაში რომ იყო, ეს ყველასთვის ცნობილი გახდა სპორტული გამოცემების საშუალებით. (თუმცა არც ეს ყოფილა ოფიციალური). რა თქმა უნდა, მთავარ მიზეზად "ბლანკოსის" ამჟამინდელი ფორვარდების(ბენზემა, იგუაინი) არასტაბილურ თამაშს მიიჩნევდნენ. გასული სეზონის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, გონსალო და ქარიმი ძველებურად გამოიყურებიან და ყველა თამაშში მოწდების სიმაღლეზე ვერ დგანან, შესაბამისად ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს "რეალის" "მომავალი" ფორვარდის ძიება. ბევრი ეძებეს თუ ცოტა ეძებეს, რობერტ ლევანდოვსკის მიადგნენ. იმაში, თუ რა მოხდება, უახლოეს სატრანსფერო ფანაჯარაზე(ან ფანჯრებზე) დავრწმუნდებით.... dle 10.1

  • wishmaster
  • 27 სექტემბერი 2012
  • 1758
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)