დრენტე - არშემდგარი ვარსკვლავი

5 წლის წინ, როისტონ დრენტე ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, დღეს კი უგუნდოდაა.


2007 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, სამეფო კლუბს 14 მლნ. ევრო დაუჯდა ფეხბურთელი.როისტონს საკმაოდ მაღალი ფასი ედო, თუმცა ეს ლოგიკას შეესაბამებოდა, რამეთუ ამავე წლის ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე, ფეხბურთელმა დიდებული შთაბეჭდილება დატოვა.ამასთანავე ტურნირის ორგანიზატორებმა ჰოლანდიელს საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც გადასცეს.

ესპანეთის დედაქალაქში, დრენტეზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.სადებიუტო წელს, როდესაც შუსტერის მეთაურობით გუნდმა ლა ლიგის ტიტული აღმართა, როისტონს მხოლოდ 18 მატჩში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა.თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა განაპირა ნახევარმცველ-მცველი, ბრაზილიელი მარსელოს ჩრდილში მოექცნენ.შუსტერიც, ხუანდე რამოსიცა და პელეგრინიც, სამხრეთ ამერიკელზე აკეთებდნენ აქცენტს და რა თქმა უნდა, არცთუ ურიგოდ.

როისტონმა "რეალის" სადათადარიგო სკამის გათბობა, 2010 წელს შეწყვიტა.მადრიდში მოურინიოს მოსვლის შემდეგ, ჰოლანდიელი მყისვე იჯარით გაუშვეს "ჰერკულესში," სადაც ნორმალურად დაიწყო, მაგრამ საშობაო არდადეგებიდან დროულად არ დაბრუნებულა.ამის მიზეზად კი სახელფასო დავალიანებას ასახელებდა.ასეა თუ ისე, რიკის იქაც ცივი შხაპი გადაასხეს.

ამის შემდეგ, ინგლისურმა "ევერტონმა" გამოთქვა ფეხბურთელის იჯარით აყვანის სურვილი.დრენტეს ინგლისური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა.მარტში დისციპლინის დარღვევის გამო, მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელი დასაჯა.ამას დაემატა ისიც, რომ ივნისში მოთამაშეს "რეალთან" ამოეწურა კონტრაქტი, შესაბამისად უკლუბოდ დარჩა.

ინფორმაციის წყარო: marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)