მადრიდისტები თამაშის შემდეგ

გთავაზობთ კომენტარებს, რომელიც მადრიდელმა მოთამაშეებმა "რაიო ვალეკანოს" ძლევის შემდეგ გააკეთეს.


პეპე: "გუნმა კარგი სამუშაო გაიღო და ამით ვამაყობთ.ეს მხოლოდ დასაწყისია გრძელი სეზონისა.თითოეულ მატჩს სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ეტაპობრივად შევამციროთ სხვაობბა პირველ ადგილთან.ბრძოლას გავაგრძელებთ.

დაცვაში საიმედოდ ვითამაშეთ.გოლის არ გაშვება არა მხოლოდ მცველების, არამედ მთელი გუნდის დამსახურებაა.

სერხიო რამოსმა კიდევ ერთხელ დაამტკივა, რომ "რეალისათვის" მნიშვნელოვანი ფიგურაა.გუნდური თამაში ყველაზე ნიშანდობლივია.სწორედ ამის წყალობით ავიღეთ 3 ქულა.

"რაიო ვალეკანო" სიმპატიური გუნდია.მათ წინააღდეგ ადვილი გასეირნება არავის ელის."

სერხიო რამოსი: "მოედანი ბედნიერებმა დავტოვეთ, რამეთუ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამარჯვებას.რთულია დაამარცხო გუნდი, რომელიც ყოველ შეხვედრაში სულსა და გულს აქსოვს, მაგრამ ჩვენ გავუმკლავდით ამას.

3 ქულასთან ერთად, კარის მშრალად შენახვამაც გაგვახარა.

"მანჩესტერ სიტისთან" უთამაშებლობის მიზეზს განვიხილავთ ოჯახის წევრებთან, დახურულ კარს მიღმა და არა საჯაროდ."რეალი" ჩემი სახლია.მადრიდული სისხლი მიჩქეფს.შესაძლებელია მწვრთნელმა მოედანზე არ გაყვანით დამსაჯა, ან უბრალოდ ესე გადაწყვიტა.თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რათა ფორმის პიკს მივაღწიო.

"ბარსელონამ" სოლიდური უპირატესობა აკრიფა, თუმცა წინა ყველაფერი.არავისზე ყურება შედეგს არ მოგვიტანს.საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ ქულების მოგროვება."

ანხელ დი მარია: "მოედანზე გასულებმა ვიცოდით, რომ ვალდებულნი ვიყავით 3 ქულა მოგვეპოვებინა.თამაში კარგად ჩავატარეთ.იმედია, ეს გამარჯვება, წარმატებული ციკლის დასაწყისი იქნება.

გუნდური გამარჯვება მოვიპოვეთ და ამით ბედნიერები ვართ.გასახდელში მწვრთნელმა შეგვაქო.საჭიროა მუდამ პრესინგის ქვეშ გყავდეს მეტოქე და 100 პროცენტით დაიხარჯო.მოურინიოსთან იდეალური ურთიერთობა მაქვს."

გონსალო იგუაინი: "მნიშვნელოვანი ქულები ავიღეთ და ვეცდებით ამ მიმართულებით განვაგრძოთ სვლა.გახარებული ვარ.მიუხედავად გუშინ განვითარებული მოვლენებისა, გამარჯვების მოპოვება მაინც შევძელით.

აღნიშნული სტადიონი სათამაშოდ რთულია.შარშანაც დიდი ძალისხმევა გავიღეთ.ვფიქრობ, დღეიდან მოგებების სერია დავიწყეთ."

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (196)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)