დაუმარცხებელი

იმ მატჩებში, რომლებშიც რაფაელ ვარანმა მიიღო მონაწილეობა, რეალი არ დამარცხებულა. სულ ასეთი 13 შეხვედრა გამოდგა, აქედან 12-ში თეთრებმა იმარჯვეს, ერთხელ კი ფრე "გააგორეს".


ჟოზე მოურინიო მას 19 წლის ბიჭუნას უძახის, მაგრამ ამ ყმაწვილს ისეთი სტატისტიკა აქვს, რომ ბევრი ჩამოყალიბებული ფეხბურთელი მის ადგილას ყოფნას ისურვებდა. მან 13-ჯერ დაიწყო თამაში ძირითად შემადგენლობაში. აქედან 12 რეალის გამარჯვებით დასრულდა ერთი კი ფრით. ამასთან ერთად სამეფო კლუბმა, მხოლოდ 11 ბურთი გაუშვა საკუთარ კარში. ვისთან არ ითამაშა საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა: პეპესთან, რამოსთან, კარვალიოსთან თუ ალბიოლთან. მიუხედავად იმისა, რომ გვერდს ტიტულოვანი პარტნიორები უმშვენებდნენ რაფა ყოველთვის სტაბილურად თამაშობდა. მის ასპარეზობაში შევამჩნევთ, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ძალიან სტაბილურად და გონიერად ასპარეზობს, ყოველთვის მშვიდად არის, იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და იშვიათად ცდება.

რაფაელი ბლანკოსში ზიდანის რეკომენდაციით გასულ წელს აღმოჩნდა. მას ლიგა ერთში, მხოლოდ 23 მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და მის ტრანსფერს ყველა სკეპტიკურად უყურებდა. 18 წლის ფეხბურთელმა რამდენჯერმე მოირგო თეთრი მაისური და ექსპერტების სიპათიებიც დაიმსახურა. სადებიუტო სეზონში მან თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. საბოლოო ჯამში ის მოურინიოს მესამე არჩევანი გახდა რამოსისა და პეპეს შემდეგ. მისი ასპარეზობიდან გამომდინარე, რაულ ალბიოლი და რიკარდო კარვალიო აღარავის ახსოვდა. მიმდინარე სეზონში კი ვარანი არათუ ძირითადში, არამედ განაცხადშიც იშვიათად ხვდებოდა, თუმცა მოურინიომ ის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში მანჩესტერ სიტისთან სასტარტოში დააყენა და ფრანგმა მწვრთნელს იმედები არ გაუცრუვა.

ძირითად შემადგენლობაში ვარანს ფეხის მოკიდება რა თქმა უნდა გაუჭირდება, რადგან პეპე-რამოსის დუეტი ბრწყინვალედ გამოიყურება. შარშან მეშვიდე ტურში მოურინიომ სერხიო ცენტრალურ მცველად გადაიყვანა, მას შემდეგ დაცვის ცენტრი უცვლელია და ამ ტანდემის ასპარეზობისას რეალმა მატჩების 78% მოიგო. მაგრამ ვარანს ნამდვილად ექნება შანსი, რადგან ის კვლავ მოურინიოს მესამე არჩევანია.

რაც შეეხება რამოსის არ ყოფნას ძირითადში, მის გარეშე თეთრებმა 19 შეხვედრიდან 15 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და 2 წააგეს. dle 10.1

  • SunSay
  • 24 სექტემბერი 2012
  • 1991
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)