"თეთრი გლადიატორი"

ორი საზაფხულო შენაძენი, შორს მიმავალი გეგმები, აღმართული სუპერთასი, ბედნიერი გულშემატკივარი, ოთხი ტური, სიმბოლური ოთხი ქულით, სახალხო დეპრესია, გაჯავრებული და გუნდის გარეშე დარჩენილი ჟოზე, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა, სიკვდილის ჯგუფი, დიდი კლუბი, დიდი გამოცდის წინაშე...


კრიშტიანუ რონალდუს, რომ დეპრესიული დღეები ჰქონდა ეგ უკვე იცოდით ხომ?! არც სკამზე მოკალათებული რაფაელ ვარანი ყოფილა ძალიან მხიარული, კოენტრაო, მარსელოს, ესპანელები, კი პორტუგალიელებს ებუტებოდნენ. მოკლედ ლა ლიგის ცხრილი და მადრიდის რეალის შიდა სამზარეულო ერთნაირად არეული იყო. მიუხედავად ამისა ჟოზე, ისე როგორც განსაკუთრებულს შეეფერება, ემზადებოდა შეხვედრისთვის, რომელიც ბევრის აზრით ორი კლუბის, კი არა ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის დაპირისპირება უფრო იყო. მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ.

შემადგენლობები დაკვირვების გარეშე გადავიკითხე და თავიდან ყველაფერში დაქვეითებული მხედველობა დავადანაშაულე. მაგრამ, როცა ჰიმნის ფონზე მწვანე საფარი ფეხბურთელებმა დაიკავეს სურვილისამებრ, მაშინღა მივხვდი, რომ თეთრი მებრძოლი სკამს ამშვენებდა.

თამაში როგორიც გამოდგა, კარგად მოგეხსენებათ - რეალმა 3-2 დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა...

რეალმა, რამოსის გარეშეც ითამაშა და მოიპოვა გამარჯვება, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, ჟოზეს უკვე ჰყავს გუნდი, მებრძოლი გუნდი, მთავარი მებრძოლის გარეშე.
განსაკუთრებული რამოსის არყოფნას შემდეგნაირად ხსნის:

“სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით სერხიო რამოსი სათადარიგოზე დარჩა.ეს გახლდათ წმინდა საფეხბურთო გადაწყვეტილება.არ მინდა ვინმემ დაწეროს, თითქოს ანდალუსიელ მცველთან პრობლემები მქონდეს.ის უდავოდ სასტარო შემადგენლობის წევრია, თუმცა “სიტისთან” ვარანი-პეპეს ტანდემზე შევაჩერეთ არჩევანი.”

ამის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში რომელსაც რეალი რაიო ვალეკანოს წიინააღმდეგ გამართავს, ვიცე კაპიტანი ძირითადს დაუბრუნდება. მაშინ როცა ჩვენ შემადგენლობის ხილვის მოლოდინში ვართ, პრესა ბევრს წერს რამოსის სხვა კლუბში შესაძლო გადაბარგების თაობაზე. რამდენად რეალურია, ეგ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გაირკვევა. აი გულშემატკივართა შეშფოთება ნამდვილად რეალურია. რამოსი თუ ჟოზე?! კაცია და ხასიათი, კლუბია და არჩევანი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად რამოსს ვირჩევ, იმ რამოსს რომელმაც სევილიის მაისურით იკერ კასილასის კარი აიღო, იმ რამოს,ს რომელმაც პუიოლს დაარტყა, იმას რომელმაც თასი იმსხვერპლა, იმას რომელმაც გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. ჩემი გადაწყვეტილების მთავარი არგუმენტი, კი რამოსის ხასიათია, ყოველთვის ამაყი, როცა ამ ფორმას, კაპიტნის სამკალურით ან მის გარეშე ირგებს, ბოლომდე იბრძვის და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად თავაწეული ტოვებს მოედანს.

რამოსი უკვე შეუერთდა იმ მრავალრიცხოვანი ლეგენდების სიას, რომელთაც მადრიდულ პუბლიკაში "თეთრის" სტატუსი აქვს მიღებული!!!


სტატიის ავტორი: ნონა ქარციძე (mowyenili winda) dle 10.1

  • wishmaster
  • 23 სექტემბერი 2012
  • 2771
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)